საზოგადოება

თიბისი ლიზინგისა და თეგეტას ერთობლივი აქცია

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

ვოლვო ქარსი მომხმარებელს S90-ის და V90-ის განახლებულ მოდელებს სთავაზობს

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.

საქართველოს ეროვნული ლატარია დინამო სოხუმის პარტნიორი გახდა

საქართველოს ეროვნულ ლატარიამ და დინამო სოხუმმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

 

საბა 2020 დაიწყო

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge

„თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

„თეგეტა მოტორსის“სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოშიპროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები.

„თიბისისა“ და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„თიბისისა“ და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ „პირველს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის – „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. 

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების ამოცნობას რამდენიმე ქცევაზე დაკვირვებით მარტივად შევძლებთ:

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

27 წლის ქალმა ლოტოში 2 ლარად 14 280 ლარი მოიგო

რუსუდან უგულავამ ლოტო 6/42-ის ბილეთი ბათუმში, თამარის დასახლებაში, იმავე ჯიხურში შეიძინა, სადაც ნაყიდი ბილეთით, სულ რაღაც ერთი თვის წინ, ჯეკპოტი — 1 182 454 ლარი გათამაშდა.

„შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს ექსპორტი, სამუშაო ადგილები, სავალუტო შემოდინებები“ – „ჯორჯიან მანგანეზის“ საგანგებო განცხადება შუქრუთში განვითარებულ მოვლენებზე

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობასთან 5 თვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და საბადოებზე მისასვლელი გზები პარალიზებულია, რის გამოც კომპანია მუშაობას ვერ ახერხებს.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი კამარა და ევროპაბეთი პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ კამარასა და კომპანია ევროპაბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

„ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას“, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეიძინე TOYOTA C-HR „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ და მიიღე საჩუქარი

TOYOTA C-HR -ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს.

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა, ანგარიში კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ წარადგინა.