კონფლიქტები

ქეთევან ციხელაშვილი ჩორჩანაზე : ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

სუს-ი საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტებზე : გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმაციას მოგვაწვდიან

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასაზღვრო სამსახური სოფელ წნელისთან ბლოკპოსტებს აშენებს, სუს-ი აცხადებს, რომ უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის ცხელი ხაზი გააქტიურებულია და ინფორმაციას ელოდებიან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მ/წ 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.

ირაკლი ანთაძე: ერგნეთში შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრა დასრულდა.

ირაკლი ანთაძე: ქართული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმართება.

ირაკლი ანთაძის განცხადება ახალგორში ე.წ. საზღვრის შესაძლო ჩაკეტვაზე: ინფორმაცია პირველ წყაროსგან უნდა მივიღოთ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  (IPRM) შეხვედრა მიმდინარეობს.

დრონს, რომელიც სოფელ აბანოსთან ჩამოვარდა, ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არ აღენიშნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა იწყება.

ექსკლუზივი
ახალგორელების ნაწილი საკუთარ კარ-მიდამოს ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ახალგორში ოკუპანტები ე.წ. საზღვარს კეტავენ, მოსახლეობის ნაწილი სოფლებს ტოვებს. „პირველის“ ჟურნალისტები სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ.

ერგნეთში დღეს შეხვედრა გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  (IPRM) ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. 

სუს-ი: დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება, თითქოსდა დრონის ჩამოგდება ქართველი პოლიციელების მიერ მოხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება

ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების კომიტეტი“ ქართულ მხარეს მათი უპილოტო აპარატის ჩამოგდებაში ადანაშაულებს. როგორც ,,პირველს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

სოფელ ჩორჩანაში ამ დროისთვის სიმშვიდეა

საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ამ ეტაპზე სიმშვიდეა. ადგილზე არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან.

ზაზა კევლიშვილი: საგუშაგო რჩება თავის ადგილას, შესაძლებელი ყოფილა ბაქიაობის და იარაღის ჟღარუნის გარეშეც

„საგუშაგო რჩება თავის ადგილას, შესაძლებელი ყოფილა ბაქიაობის და იარაღის ჟღარუნის გარეშეც“, - მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ წნელისში საგუშაგოს განთავსებას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სოფელ წნელისში მოსახლეობის დასაცავად ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბლოკპოსტს განათავსებს.

ზალკალიანი: პარტნიორების მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად

პარტნიორების მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოკუპირებულ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური ტექნიკური შეხვედრა ჩორჩანასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისში ამ წუთებში დასრულდა.
 

ვითარება ჩორჩანაში - ტექნიკური შეხვედრა ოკუპირებულ წნელისში ტარდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური ტექნიკური შეხვედრა ჩორჩანასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისში დაინიშნა.

ჩორჩანაში ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები ჩავიდნენ

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ჩორჩანაში ჩავიდნენ.

ანთაძე: ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, საოკუპაციო ძალები დგანან ხაზს მიღმა

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის  განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი განთავსებულია საქართველოს ცხენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ანდრეას ნორლენი: ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა ნანახმა, თუ როგორ მოქმედებს რუსეთის ოკუპაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე

საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შევედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

არჩილ თალაკვაძე: არ შევეგუებით ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთ ფაქტს

„არ შევეგუებით ოკუპაციას და არც ერთ ფაქტს ადამიანის უფლებების დარღვევის, თუ იმ პრობლემების, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს, არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე“.