კონფლიქტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ულტიმატუმი წამოაყენეს და IPRM-ის შეხვედრა ჩაშალეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა.

ირაკლი ანთაძე: ერგნეთის შეხვედრაზე განვიხილავთ ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირებულ ინციდენტებს, რაც საფრთხეს უქმნის  უსაფრთხოების გარემოს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია სირიაში იმყოფებდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბამ სირიის არაბული რესპუბლიკის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან გამართა შეხვედრა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანო სტამბოლში არ გაიხსნება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურისთვის სტამბოლში “საარჩევნო” უბანი არ გაიხსნება.

სერგეი ლავროვი: აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია.

რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის განცხადებაზე: მე საქართველო არ მაინტერესებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც "არჩევნების" შედეგებზე იყო საუბარი. ამის შესახებ "ეხო კავკაზა"  წერს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: ე.წ. არჩევნები კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას აფერხებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტს  ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

კახა კალაძე: აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არავინ ცნობს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური  მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს.

ირაკლი სესიაშვილი ე.წ. არჩევნებზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსულ იმპერიალისტურ ზრახვებზე

„არჩევნებს დაარქმევენ თუ გადათამაშებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან“.

ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. არჩევნებზე: როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება, მსგავსი პროცესები ხალხის ნებას ვერ გამოხატავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები, არალეგიტიმურია.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა 56%-მა მისცა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი დასრულებულია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების" გამო, ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.

სოხუმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, 25 აგვისტოსთვის დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც 10 კანდიდატი მონაწილეობს, 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.