ეკონომიკა

მშპ II კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 2019 წლის II კვარტალში 11.026 მლრდ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5%-ით განისაზღვრა.

EBRD-ის მხარდაჭერით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სასწავლო სემინარი მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სემინარი იმართება.

FAO-მ ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

11-17 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქალბატონ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.

სილქნეტმა და ევრონიუსმა "ევრონიუს საქართველოს" დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევრონიუს საქართველოს დაფუძნების შესახებ. ევრონიუს საქართველო წარმოადგენს ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ახალი ამბების არხს და ციფრულ პლათფორმას.

"როგორ მოვიზიდოთ ჩინელი ტურისტები" - ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგი გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვის
თემატიკაზე ტრენინგი გაიმართა.

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ RIA - ს ჩატარება აუცილებელია.

კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.

ზაზა გაბუნია : თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში

ზაზა გაბუნიამ პარლამენტის ბიუროს დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც 6-თვიანი მუშაობის შედეგია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

 აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.