ეკონომიკა

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ პოზიცია გააუმჯობესა

Fraser institute-ის 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა და 162 ქვეყანას შორის მე-12 ადგილი დაიკავა.

ეკატერინე მიქაბაძე : რეიტინგის გაუმჯობესება კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ  „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები შეაფასა.

გიორგი ცუცქირიძე : OECD-ის შეფასებებიი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებას მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებს.

ირაკლი კოვზანაძე : სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში გათვალისწინებულია ჩვენი კომიტეტის შენიშვნები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში განიხილა და პლენარულ სესიაზე გასატანად რეკომენდაცია მისცა.

გიორგი ცუცქირიძე: ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ანგარიშიც

„ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ანგარიშიც“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

რა გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართელოს აეროპორტებზე?

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14%-იანი ზრდის ნაცვლად მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა.

გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დირექტორმა ბრაიან კინდგმა.

კახეთში ყურძენი საწარმოებს 2 000-მა მევენახემ ჩააბარა

12 სექტემბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში 23 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული: 10 700 ტონა რქაწითელი, 7 500 ტონა საფერავი, 2 400 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე ქვეყანაა“, -ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა განაცხადეს.

კანადაში საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, კანადაში, გამართულ გამოფენაზე Apimondia 2019 ქართველი თაფლის მწარმოებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნისთვის გაეცნოთ.

ეკონომიკის სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და მისიის წევრებს შეხვდნენ.

ლარის დღევანდელი კურსი

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9624 ლარი შეადგინა.

„ვფიქრობთ, ამერიკულ ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანია“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

დავით საგანელიძე: საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს

„საპარტნიორო ფონდმა“აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.

ლარის კურსი

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.64 თეთრი შეადგინა.
 

რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი: მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული.