17 თებერვალს, ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ორმოცი დღე გავიდა.
უცხოეთი
დოკუმენტურ ფილმში აღწერილია ის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი შეეშალა ხელი მონტენეგროსთვის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამ ქვეყანაში პრორუსული ძალების მოსაყვანად ამბოხება მოეწყო.
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჯაშუშურმა სკანდალმა იფეთქა. „მთავარი გმირები“ კვლავ რუსები არიან.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიას ჟაკ შირაკის სიძემ მიაწოდა.
"კავკასიური არწივი 2019", ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეთანხმების შესაბამისად ტარდება. სპეცრაზმმა სპეციალური სროლითი წვრთნები ჩაატარა.
თურქეთის ქალაქ ადანაში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა. შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას PRESSTV ავრცელებს.
ირანის რეჟიმი იწვევს სიკვდილს და განადგურებას, არის ტერორიზმის პირველი დამფინანსებელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი უფროსი ჰაიკ ჰარუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.
20 სექტემბერს, საქართველოს ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქ. ვიქტორიას ეწვია, სადაც საქართველოს საელჩოსა და რუმინეთის ქალაქ ვიქტორიას მერიის ერთობლივად ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა.
აღმოსავლეთ ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში NATO-ს სამხედრო კოლონის აფეთქებისას ერთი ბავშვი დაიღუპა, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა.
ვაშინგტონში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
იაკუტიელი შამანი ალეკსანდრ გაბიშევი, რომელიც თვეებია, მოსკოვში ფეხით მიდის კრემლიდან პუტინის „განსადევნად“ წუხელ ირკუტსკისა და ბურიატის საზღვარზე, ფედერალურ მაგისტრალზე ნიღბიანებმა დააკავეს.
ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის გეგმის წარსადგენად 12-დღიანი ვადა დაუწესა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენი გახდება.
ავღანეთის ერთ-ერთ პროვინცია პარვანში, პრეზიდენტ აშფა ღანის შტაბის მახლობლად აფეთქება მოხდა.
ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ბორანის გადაბრუნების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება
ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
"რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს".
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ფრანგი პარლამენტარების ჯგუფის ვიზიტი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში.