სამართალი

20 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ სამმა პირმა დანაშაული აღიარა

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ სამმა ბრალდებულმა – კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.

სქესობრივი კავშირის იძულება და ფოტოებით შანტაჟი – ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ. 

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავს

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავენ.

პოლიციელზე და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ ცნეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში.

სააპელაციო სასამართლომ რვა წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა და გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა.

ანგი ხუციშვილმა პროკურატურა დატოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ანგი ხუციშვილმა, პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6 წელი მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი მ.შ. დამნაშავედ ცნო.

მოკლული 7 თვის ჩვილის მამა ყოფილი მეუღლისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

7 თვის ჩვილის მკვლლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გოგა გულორდავა მირანდა ერემაძეს: „რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა?

„რა კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა საფრთხე სისტემის დამოუკიდებლობაზე და სასამართლო სისტემაზე თავდასხმა?"-ამ კითხვით პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს მიმართა.

რატი იონათამიშვილი მირანდა ერემაძეს: სამართლიანია თუ არა, როდესაც პასუხისგებაში მიცემული პირი უფლებადამცველებს მოწინააღმდეგე მხარისთვის კითხვების დასმის უფლება არ ეძლევათ?

„როდესაც სასამართლო პროცესზე, პასუხისგებაში მიცემულ პირს და მის უფლებადამცველებს არ ეძლევათ საშუალება, რომ კითხვებით მიმართონ მოწინააღმდეგე მხარეს, თქვენი აზრით, ეს სამართლიანია თუ არა?“

გურამ მაჭარაშვილი მირანდა ერემაძეს: გქონიათ თუ არა განცდა, რომ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო უფრო მეტად სამართლიანი, ვიდრე კანონიერი?

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის პირველი კითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მიმართ პირად თვისებებს შეეხებოდა.