სამართალი

სოფო კილაძე: რამდენად მიიღეთ დაჩი ცაგურიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებისას მხედველობაში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეხება?

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს კითხვა დაჩი ცაგურიას საქმის გადაწყვეტილებაზე დაუსვა.

ანგი ხუციშვილი შეწყალებების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

ქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობის გამო არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა.

ახმეტაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დამწვარი ცხედარი სასაფლაოზე მწყემსმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს რამდენიმე დღე ეძებდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს.

ანრი ოხანაშვილი შოთა გეწაძეს: რატომ უნდა მოგანიჭოთ თქვენ კომიტეტმა და შემდგომ პარლამენტმა, უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით?

„რატომ უნდა მოგანიჭოთ თქვენ კომიტეტმა და შემდგომ პარლამენტმა, უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით?“, - ამ შეკითხვით მიმართა იურიდიულ საკიტხტა კომიტეტის ტავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა შოთა გეწაძეს.

მოსამართლე ეკა ბესელიას: ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საქმე ადვოკატებმა შეცდომებით აწარმოეთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლე შოთა გეწაძეს კიდევ ერთხელ მოუწია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის და ეკა ხვედელიძისთვის  მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საქმეზე განმარტების გაკეთება.

ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

დიმიტრი გაბუნია: აუცილებლად შევიტან სარჩელს ირმა ნადირაშვილის და ყველა იმ ცრუპენტელას წინააღმდეგ, ვინც ხელი დამადო

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრ ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ  სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

დიმიტრი გაბუნია: არ არის გამორიცხული, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტიც გამოიკითხოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არ გამორიცხავს, გენერალურ პროკურატურაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტიც გამოიკითხოს.

კახა საბანაძე: ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა და სამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკა გაზრდილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტმა საზოგადოებას ექვსთვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. ღონისძიება მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ გახსნა.

დიმიტრი გაბუნია: შეწყალების თემა ასე არ დამთავრდება,  ჩემთვის ეს  სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

„ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, როდესაც ჩემი ოჯახი ასეთ დღეშია“

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა. საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

საგადასახადო სამართალდარღვევის 356 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევის 356 ფაქტი გამოვლინდა.

დიმიტრი გაბუნია: 200%-ით ვენდობი პროკურატურას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, მსჯავრდებულების შეწყალების გამოძიების ფარგლებში მიმდინარე საქმეზე გამოიკითხა. გაბუნიამ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვა.

შოთა გეწაძე: ჩემზე, როგორც მოსამართლეზე, ეპისტოლეები და ეკლესიის გადაწყვეტილებები გავლენას არ ახდენს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შოთა გეწაძის განცხადებით, არ ყოფილა შემთხვევა, მის რელიგიურ შეხედულებას ფუნდამენტური გავლენა მოეხდინოს  სამოსამართლო საქმიანობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა.

სამშენებლო დარღვევებისთვის იანვრიდან დღემდე ჯარიმების ოდენობა 19 მილიონ ლარს შეადგენს

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის შედეგები გააცნო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

დიმიტრი გაბუნია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, მსჯავრდებულების შეწყალებების საქმის გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.