სამართალი

გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება. 

არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან, 7 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ისმჯელა.

 
პროკურორი: მშობლები თითო ბავშვზე 1000-დან 3000 ლარამდე იღებდნენ, თანხის ოდენობა დაინტერესებულ პირებში ბავშვის პოპულარობაზე იყო დამოკიდებული

თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან, 7 პირის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ვლადიმერ ბორცვაძე: ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სატელევიზიო ეთერში პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ ისაუბრა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამედიცინო გამოკვლევამ 85 წლის ომარ გამყრელიძის სხეულის დაზიანების ფაქტი დაადასტურა

სამედიცინო რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ, ომარ გამყრელიძის რამდენიმე ნეკნის დაზიანება გამოავლინა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებაზე, შსს ვიდეოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დაკავებასთან დაკავშირებით, ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

აშშ-ს საელჩო: ეს სამართალდაცვითი ღონისძიება უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე, რომელზეც აშშ-ს მოქალაქეცაა დაკავებული, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს.

სამედიცინო დაწესებულებაში ჩხუბის საქმეზე ბრალდებული 4 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის მარტში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი 4 პირი დღეს სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქეებს ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოუჩინეს.

„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

14-16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.