პოლიტიკა

ეუთოს თავმჯდომარე ქართულ-რუსულ შეხვედრას აფასებს

ეუთოს თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკი, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარ შეხვედრას დადებითად აფასებს. 

ქეთევან ციხელაშვილი: გულხელდაკრეფილი არ ვიქნებით, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ინტერესებს მოემსახურება

"გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ინტერესებს მოემსახურება"- ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა მივიღოთ ის შედეგები, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ჩვენი ამოცანაა, ესკალაციის ფონზე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მივიღოთ ის შედეგები რაც მოქალაქეების ინტერესებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ, საქართველო-რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერი, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს

იმედი მაქვს, რომ ეს და სხვა შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი: ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა

„ეკა ბესელია ფიქრობდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველო და რუმინეთი მეგობრობის 300 წლის ისტორიას აღნიშნავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში რუმინეთის საგარო საქმეთა მინისტრთან რომანა მანესკუსთან შეხვედრა გამართა.

პრემიერი: ვიმედოვნებ, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ჩვენს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას, ხელს შეუწყობს

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა რომელიც გენერალური ასამბლეის შტაბბინაში შედგა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის რუს კოლეგასთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს დღეს მოუსმენენ

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მამუკა ვასაძეს მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

მინისტრის განცხადებით სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე ფორმატების ცვლილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება.

"ლავროვს პირდაპირ ვუთხარი რომ აუცილებელია დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა და მკაფიოდ დავსვი ყველა საკითხი"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმედის პირდაპირ ეთერში, რუსეთის ფედრაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შვეიცარიის კონფედერაციის მედიაციით გამართული შეხვედრაზე ისაუბრა.

"ბუნებრივი, პროპორციული რეაქცია მქონდა, ერთი წუთი არ ვიხდი ბოდიშს"

დეპუტატი ეკა ბესელია, არ თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების გამო ბოდიში მოსახდელი აქვს.

ირაკლი ჩიქოვანი ზალკალიანი ლავროვის შეხვედრაზე: მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გაეროში ზალკალიანი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა - მინისტრის პირველი კომენტარი - ვიდეო

ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია "პირველს" საქართველოს საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.

სუსის სამსახურის წარმომადგენლები ტაჯიკეთის დელეგაციას შეხვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ეუთოს პროგრამების ოფისის ორგანიზებით, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის დელეგაციასთან.

ჩუგოშვილი: ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.

 
"ჩვენმა დელეგაციამ გაეროში მიიღო გზავნილი, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან"

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ  დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. 

თალაკვაძე: ვგმობ თანაგუნდელის მიმართ აგრესიას და ფიზიკურ თავდასხმას, მომხდარს სათანადო შეფასებები ექნება

აგრესია და ფიზიკური თავდასხმა ვანო ზარდიაშვილზე მიუღებელია და დამაზიანებელია პარლამენტის იმიჯისთვის, ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

 

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაცია "პირველს" საქართველოს საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.