პოლიტიკა

მინისტრი: თუ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არასწორად იქცევა, გათბობა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ?

თუ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ? ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები,-ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის 2.2 მილიონი ლარით გაზრდის საკითხს.

სესიაშვილი: ცივილიზებულ სამყაროსა და ჩვენს სახელმწიფოს, რუსეთის პოლიტიკის მიმართ საკმარისი ნდობა არ აქვს

რუსეთთან ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია, თუ რუსეთი თვლის, რომ უნდა აღდგეს, ეს მისი გადასაწყვეტია, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების გაუქმების საკითხზე.

მიკრობიზნესს სახელმწიფოსთვის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა 2 წლამდე გადაუვადდება

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მხარი დაუჭირა.

თეა წულუკიანი: რუსეთიდან დეპორტირებულების საკითხის მომდევნო განხილვა, წლის ბოლოს მოხდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ივანე მაჭავარიანი: ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებით, ბიზნესჯგუფებიდან დაინტერესება არსებობს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ტყიბულის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები უნდა დაინერგოს შესაძლებელია, იგი ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით, საინტერესო გახდეს.

კანდელაკი: გაერო-ში გამოსვლისას პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და მითოლოგიაზე ისაუბრა

პრეზიდენტის გამოსვლა ღიად რომ ვთქვათ გაშვებული შესაძლებლობა იყო, რეალურად კი, კომფორტული გამოსვლა ოკუპანტი ქვეყნისთვის,- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი, სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლის შეფასებისას.

ვანო მაჭავარიანი: არ მესმის, რატომ იწყებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას დიდი ტყუილით

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, " მინისტრის კაბინეტში ხდებოდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იძულება დათანმებოდნენ ვალების განულებას".

თეა წულუკიანი: საქართველოში დემოკრატიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ არსებობს განვითარების პროცესი, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ

„საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ არსებობს განვითარების პროცესი, რომელსაც ყველამ - მთავრობამ, მოქალაქეებმა და სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებმა ხელი უნდა შევუწყოთ“.

თეა წულუკიანი: კანონით საერთოდ არ უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ ფიქრობს, რომ რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება კანონით საერთოდ უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 
მინისტრი მიესალმება, თუ მსჯავრდებულის შეწყალებისას, დაზარალებულის პოზიცია გათვალისწინებული იქნება

შეწყალების პროცესში კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას, მნიშვნელოვანია, შემოტანილი იყოს დაზარალებულის კომპონენტიც,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

 
თეა წულუკიანი: მაღელვებს, რომ შეწყალებაზე გამოცხადებული ე.წ. მორატორიუმი დიდხანს არ გაგრძელდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციას არ არღვევს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თემა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 
სოლომონ პავლიაშვილმა სომხეთის დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ეკონომიკის მინისტრი: მეშახტეების პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერის დავალებით ტყიბულში გაემგზავრა. მინისტრის თქმით, მეშახტეების პრობლემებს კარგად იცნობს.

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“ აქვეყნებს. 

საქართველოსა და უკრაინის დაცვის მოწოდებით პოლონეთის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნაზე გამოვიდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე პოლონეთის პრეზიდენტი ანჯი დუდა საქართველოსა და უკრაინის დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

პრემიერი: ტყიბულში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დღეს ეკონომიკის მინისტრი ჩავა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეების პრობლემების მოსაგვარებლად დღეს ჩავა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერი: მიუღებელია, რაც ახლა ტყიბულში ხდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

 

ვახტანგ გომელაური გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვადიმ პრისტაიკოსთან.

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შეხვდა.