აღნიშნული საკითხი განსახილველად წარადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება.
პროექტს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.