ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის, უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ორ ენაზე #ქართული, #ინგლისური). ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად.
ოლიმპიადის საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი #ფულადი პრიზები: ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორეადგილოსანი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამეადგილოსანი - 500 ლარით, მეოთხეადგილოსანი - 400 ლარით, მეხუთეადგილოსანი - 300 ლარით. პირველ სამ ადგილზე გასულ სტუდენტებს დაეთმობათ საეთერო დრო ტელეკომპანია იბერიასა და რადიო კომერსანტში.
პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა #არაფულად პრიზებს. ფინალური ტურის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.
ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით Facebook გვერდიდან https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel (იხილე ღილაკი: რეგისტრაცია/Sign Up) ან ვებ-გვერდიდან:
http://olympiad.ge/index.php?Cat=NeWs&Cat_id=172&LanG=&oly=23
#ოლიმპიადაზე #დარეგისტრირების #ბოლო #ვადაა 26 მარტი.