ქურთი მაღალჩინოსნების განმარტებით, ტერიტორიაში, რომელზეც რეფერენდუმს ჩაატარებენ, ქალაქ კირკუკისა და მისი შემოგარენის ჩართვასაც გეგმავენ. ამ დროისათვის აღნიშნულ ქალაქს ქურთი ამბოხებულები აკონტროლებენ. ბაღდადი კირკუკს არ აღიარებს ერაყის ქურთისტანის შემადგენლობაში.
ერაყის ქურთისტანი ქურთების სახელმწიფო წარმონაქმნს წარმოადგენს ერაყის ტერიტორიაზე. კონსტიტუციურად რეგიონი ფართო ავტონომიის სტატუსით სარგებლობს და დე ფაქტო ნახევრად დამოუკიდებელია. ქურთისტანის ლიდერები მანამდე არაერთხელ გამოთქვამდნენ სრული დამოუკიდებლობის სურვილს. ბაღდადი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.