ამერიკელი უფლებადამცველი: "ირინა სავიცკაიას საქმე, მაგნიტსკის ახალი საქმე?"

ირინა სავიცკაია 30 ივნისს ბათუმში დააკავეს. ის სადისტრიბუციო კომპანია "leader distribution"-ის ბუღალტერია, ასევე უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი და სახალხო დეპუტატ სერგეი რიბალკას მეგობარია.

უფლებათდამცველები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურთ სავიცკაიას გამოყენება. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.


ამერიკელმა უფლებათდამცველმა ფრედ ლებედიმ ახლებურად შეხედა უკრაინის მოქალაქის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან ექსტრადირებას ელის.


მისი აზრით, ირინა სავიცკაიას სკანდალური საქმე ანუ უკრაინის მოქალაქის საქმე, რომლის ექსტრადირებას საქართელოს ხელისუფლება უკრაინის პროკურატურის მოთხოვნის თანახმად აპირებს, შესაძლოა, "მაგნიტსკის მეორე საქმე" გახდეს.


გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა TheOrangeCountyRegister-მა, რომელიც კალიფორნიაში გამოდის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი უფლებათდამცველის ფრედ ლებედის სვეტი გამოქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პრობლემატიკაზე სპეციალიზირდება.


აღნიშნულ სვეტში ფრედ ლებედი არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთის ცნობილ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ ხდება ირინა სავიცკაიას უკანონო დევნა უკრაინის ოპოზიციონერ პოლიტიკოს სერგეი რიბალკაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მიზნით, არამედ ახალ ფაქტებსაც ააშკარავებს, დეტალებს უკრაინელი ოლიგარქის, გენადი ბუტკევიჩის წარსულიდან, რომელიც „АТБ“-ის მსხვილი ქსელის მფლობელია და, სავარაუდოდ, კავშირი აქვს სპეცსამსახურებთან.


ავტორის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ მას შეიძლება ჰქონოდა გავლენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რომელებიც რიბალკას ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმიდან მოყოლებული თვალყურს ადევნებდნენ.


უფლებათდამცველი სავიცკაიას საქმეს სერგეი მაგნიტსკის საქმესთან აიგივებს.


სერგეი მაგნიტსკი რუსი აუდიტორი იყო, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მიტაცების სქემა გამოააშკარავა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირება გამოძიება დაიწყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის თავად დაადანაშაულეს კლიენტის დახმარებაში, თავი აერიდებინა გადასახადებისთის და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში სიკივდილამდე მიიყვანეს.


მაგნიტსკი რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შემედგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მიიღეს ე.წ მაგნიტსკის კანონი. ამ კანონის მიხედვით, ყველა პირის წინააღმდეგ, რომელებიც მონაწილეობას იღებდა აუდიტორის უკანონო დევნაში, სავიზო და ფინანსური სანქციები დაწესდა.


22 აგვისტოს ირინა სავიცკაიას ადვოკატებმა თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელიც ირინასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას ეძღვნებოდა. თუმცა, როგორც ფრედ ლებედი წერს, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირინა სავიცკაიას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაში ჯერ-ჯერობით უარი უთხრეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული საქმით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი უკვე დაინტერესდა.


ჩვენი გამომცემლობა ფრედ ლებედის სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ.


"აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანი ომის მსხვერპლებს ადამიანის სახე აქვს"


ფრედ ლებედი


გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 სექტემბერს.


"შორეულ რესპუბლიკაში, საქართველოში, აუტისტი ბავშვის დედა სიცოცხლისთვის იბრძვის. ეს ქალი ბუღალტერი სახელად ირინა სავიცკაიაა. მისი ისტორია მცირედით თუ განსხვავდება რუსი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის ისტორიისგან, რომელიც იცავდა რა თავის ბრიტანელ-ამერიკელ კლინტს, ბიზნესმენს, ბილ ბრაუდერს, დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის ციხეში. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა.


ირინა სავიცკაიას ისტორია მესამე მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური და საქმიანი ომის ჩახლართული ქსელია, რომელიც წამებას, მკვლელობის მცდელობასა და პოლიციის რეიდებს მოიცავს.


სავიცკაია იძებნება საქმისთვის, რომელსაც ის და მისი მომხრეები თაღლითობის ნაუცბათევად შეკერილ ბრალდებას უწოდებენ. თუმცა, მისი საქმე დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბიზნეს-მაგნატზე, სერგეი რიბალკაზე ზეწოლას.


პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირინა სავიცკაიას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული. მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება აიღოს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ექსტრადიციის შემდეგ ირინა სავიცკაიას ისევე მოუწევს მოქმედება, როგორც ეს გააკეთა მაგნიტსკიმ?


ირინა კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის S. Group-ის ბუღალტერია. 2014 წელს კომპანია წარმოებულ პროდუქციას უკრაინის სუპერმარკეტების მსხვილ ქსელ ATБ-ში ყიდდა. როდესაც ATБ-მ ვერ შეძლო პროდუქციის საფასურის გადახდა, S. Group-მა სასამართლოს მიმართა.


სანაცვლოდ ATБ-მ საპასუხო სარჩელი მოამზადა და პოლიციის რეიდები და ჩხრეკა მოაწყო, რომელიც S. Group-კენ იყო მიმართყლი. S. Group-ის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ რეიდები თავდაპირველად ყოფილი პრეზიდებნტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მიერ იყო სანქცირებული. პირველი რეიდების განმავლობაში კომპანიიდან კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს, რომელიც ATБ-სთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავდა. სავიცკაიას, როგორც ბუღალტერს, დოკუმენტების აღდგენა და ATБ-ს საქმის ხელშეწყობა ევალებოდა.


სანაცვლოდ,  ATБ-მ მოიფიქრა თაღლითობის ყალბი შემთხვევა და უკრაინის პროკურატურა დაარწმუნა, დაედანაშაულებინა ირინა. ირინას ბრალად სდებენ, რომ რადგან საკვები პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ სასამართლოს დავალიანების ამოსაღებად მიმართა, ეს იყო დაუზუსტებელი დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც ATБ დააზარალა თანხის იმ ოდენობით, რამდენსაც მისი ვალი შეადგენდა და ირინა იყო ამ თაღლითური სქემის ნაწილი.


"ჩვენ ვეჭვობთ, ირინა ამოარჩიეს იმის გამო, რომ ის არის აუტისტი ბავშბვის მარტოხელა დედა და უფრო ადვილია ის აიძულო მისცეს მცდარი ჩვენება", - განმარტავს სავიცკაიას ადვოკატი სერგეი ვესნინი.


2016 წლის იანვარში, ირინა სავიცკაია მივლინებით საქართველოში გაემგზავრა. თუმცა, იმ დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, უკრაინის პროკურატურასა და პოლიციას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, ის ინტერპოლის საშუალებით საერთაშორისო ძებნაში გამოეცხადებინა.


არის რამდენიმე თავისებურება საქართველოში ირინა სავიცკაიას დაკავებაში. მიუხედავად გირაოს გადახდის და დარწმუნების მცდელობისა, რომ ირინა სავიცკაია გაქცევას არ აპირებს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. საქართველოს პროკურატურამ გამოიჩინა ზებუნებრივი ინტერესი სავიცკაიას ექსტრადირების საკითხში. ადვოკატიების თქმით, სავიცკაიას დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პროკურორის პირველმა მოადგიულემ ევგენი ენინიმ, რომელიც მივლინებით საქართელოში იმყოფებოდა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნებს თხოვნით მიმართა, რათა მათ გაეწიათ მაქსიმალური დახმარება ირინა სავიცკაიას დაკავების, დაპატიმრებისა და უკრაინაში ექსტრადირების საქმეში.


სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატებმა შეიტანეს დოკუმენტაციის რვა ტომი, რომელიც ცხადყოფდა სავიცკაიას დაკავების უკანონობას. ქართველმა მოსამართლემ დაუყოვნებლივ დაადგინა, რომ დაკავება კანონიერი იყო და გირაოს შეტანის არანაირი შესაძლებლობა არ დატოვა.


საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის პროკურატურას უფლება მისცა, სავიცკაია ციხეში ადვოკატების თანდასწრების გარეშე დაეკითხათ, რომლის დროსაც მათ სავიცკაიაზე ზეწოლა მუქარით, წამებითა და შვილთან უვადო განშორებით მოახდინეს.


სავიცკაიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ ირინა სავიცკაიას საქმე არის შეთანხმებული სურვილების ნუსხის ნაწილი, რომელშიც ასევე შედის დახმარება ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერისა და S. Group-ის მფლობელის სერგეი რიბალკას დისკრედიტაციის საქმეში.


რიბალკა არის გენადი ბუტკევიჩის ქალიშვილის ყოფილი მეუღლე. ბუტკევიჩი კი თავის მხრივ არის უკრაინაში სუპერმარკეტების ქსელის ATБ-ის თანამფლობელია. ის ჩრდილოვანი მილიარდერია და ისტორიულად არის დაკავშირებული უკრაინის უსაფრთხოების აპარატთან.


1990 წელს ბუტკევიჩი გახდა საკვანძო მოთამაშე პავლე ლაზარენკოს წრეში. ლაზარენკო უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 1999 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოძალვის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. 2006 წელს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როდესაც უკრაინას ლაზარენკო მართავდა, ის სწრაფად გახდა კორუფციის სიმბოლო. იმ დროს ბუტკევიჩი ლაზარენკოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც 1998 წელს გაიხსნა ATБ-ის პირველი მაღაზიები. 2000 წელს ბუტკევიჩმა ახალი მფარველი მოძებნა, დაუკავშირდა რა იანუკოვიჩის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.


სავარაუდო კორუფციის მიუხედავად, ბუტკევიჩი შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. საჯარო რეესტრის თანახმად, 2013 წელს მან მაიამიში სასტუმრო "ჰოვარდ ჯონსონი" შეიძინა. ცოტა ხნით ადრე, უკრაინის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ბუტკევიჩმა სასტუმროს საყიდლად ფინანსური სახსრები უკრაინიდან უკანონოდ გაიტანა. ბუტკევიჩს ასევე აქვს ბინა ფლორიდაში. რამდენიმე ქვეყნის რეზიდენტსა და მოქალაქეს, ბუტკოვიჩს, დიდი გავლენა აქვს აღმოსავეთ ევროპაში.


ისევე როგორც სერგეი მაგნიტსკის, ირინა სავიცკაიასაც არაერთხელ ემუქრებოდნენ. რიბალკას ბიზნესში ჩართულ სხვა ადამიანებზე ხორციელდებოდა თავდასხმა და მუქარა.


2016 წლის იანვარში კიევში უკრაინის სახალხო დეპუტატის რიბალკას მკვლელობა სცადეს - მძიმე საგანი მის მანქანას ესროლეს და მხოლოდ ავტომობილის კარმა იხსნა მისი სიცოცხლე. 2016 წლის დეკემბერში S. Group-ის გენერალური დირექტორი და სერგეი რიბალკასთან დაახლოებული პირი, სერგეი ბელი ცემეს და დაჭრეს ცივი იარაღით.


ბელი რეანიმაციაში ღრმა ჭრილობებით, ფილტვების დაზიანებითა და გაწყვეტილი მყესებით გადაიყვანეს. 2017 წლის იანვარში კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი ცემეს და ყური მოაჭრეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატის ავტომანქანაზე კი ბორბლები დააზიანეს, რაც შეიძლება ავტოავარიით დასრულებულიყო. 


ირინა სავიცკაიას ტრაგიკული, რთული ვითარება სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკული ისტორიის ანალოგიურია და პოლიტიკური გავლენის მეთოდები, რაც მოქმედებს უკრანასა და საქართველოში, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც აპრობირებულია რუსეთში. მაგნიტსკის აქტი დღესაც აქტუალურია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა სამყარომ ირინა სავიცკაიას მიმართ განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.


ფრედ ლებედი ადამიანის უფლებათა დამცველი და ექსპერტია სახელმწიფოთა ურთიერთობის, სახელმწიფო პოლიტიკისა და პოლიტიკური კამპანიების საკითხებში. მისი კარიერა დაახლოებით 40 წელს ითვლის. ის ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ცენტრ HOPE-ის მიერ დაწესებული პრემია LifetimeAchievement-ის ლაურეატია.


 



გენადი ბუტკევიჩი


 



პაველ ლაზარენკო (მარცხნივ)  პრეზიდენტ  ლეონიდ კუჩმას გარემოცვაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა



გენადი ბუტკევიჩი იყო დევნილი პრეზიდენტ ვიკტორ იანუკოვიჩის ოჯახის ახლო მეგობარი. ფოტო გადაღებულია იანუკოვიჩის მეუღლის ზეიმზე.



პაველ ლაზარენკო



გენადი ბუტკევიჩი


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.