ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია კრიპტოვალუტების სტატუსის განსაზღვრა და უნდა დამკვიდრდეს ტერმინები „ციფრული აკრედიტივი“. „ციფრული ზედნადები“ და „სმარტ-კონტრაქტი“.
განკარგულება 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა შესრულდეს.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის ბაზაზე 20 დეკემბრამდე უნდა შეიქმნას სპეცრეგულაციების ბაზა, რომელიც ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების აპრობაციას განახორციელებს.
რუსეთის არსებული კანონმდებლობა კრიპტოვალუტებს არ არეგულირებს.
აგვისტოში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის ბიტკოინების მიყიდვის აკრძალვას გეგმავდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალეკსეი მოისეევმა ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო კრიპტოვალუტის დანარჩენ ფინანსურ აქტივებთან გათანაბრებას გეგმავს და მოსკოვის ბირჟაზე მათ რეალიზაციას როსფინმონიტორინგის კონტროლქვეშ აპირებს.
ამასთანავე, კრიპტოვალუტის შეძენა-გაყიდვაზე წვდომა მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს ექნებათ.