როგორც ბოძაშვილი აცხადებს, აღნიშნულმა შესაძლოა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადავადება გამოიწვიოს.
“თუ სააკაშვილი მოახერხებს მაიდანის მსგავსი კრიზისის შექმნას, კიევში მიმდინარე პროცესები აუცილებლად დასრულდება უკრაინის ტერიტორიის დე იურე დაშლით. ეს კი, თავის მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს განუსაზღვრელად დააყოვნებს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კიდევ უფრო დიდი ხნით გადადებს. მოგეხსენებათ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“ სამ ქვეყანაზე სულ ახლახან გავრცელდა და ამ სქემიდან უკრაინის ამოვარდნა მთლიანად პოლიტიკაზე იმოქმედებს ნეგატიურად. ამავე დროს, თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს მთლიანად შეცვლის ევროპის გაფართოების პოლიტიკისადმი მიდგომებს და ევრაზიული უსაფრთხოების არქიტექტურასაც“, - აცხადებს ბოძაშვილი.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, თავი და თავი პრობლემის არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების ტოტალური უუნარობაა, არამედ ისიც, რომ არც აშშ-ს, არც ევროკავშირსა და არც რუსეთს არსებული სტატუს კვო უკრაინაში არ აწყობს.
„შემთხვევითი არაა, რომ სამივე აქტორი მეტ-ნაკლები თანაბრობით იცავს სააკაშვილს.
საქმე ისაა, რომ ამერიკის ფარდობითად შესუსტებული ლიდერობის გამო რუსეთი ცდილობს, მომენტით ისარგებლოს და შეეცდება, სრულად აღადგინოს უკრაინაზე გავლენა, რაც მიუღებელია დასავლეთისთვის, თუმცა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შესუსტების ფონზე, სადაც ევროპა ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვას აღმოსავლეთით, ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან იზრდება. ეს კი საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს არ ეთანადება“, - აღნიშნავს ბოძაშვილი.
ლევან ბოძაშვილი: სააკაშვილი მაიდანის გამეორებას თუ შეძლებს, უკრაინას დე იურე დაშლა ემუქრება
- 6 დეკემბერი 15:44, 2017 წელი
- პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაიდანის მსგავსი კრიზისის შექმნას მოახერხებს, კიევის პროცესები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც უარყოფითად აისახება.
სიახლეები მსგავს თემაზე
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში თავისავე საცხოვრებელი სახლის სახურავიდან სპეცრაზმმა ჩამოიყვანა და დააკავა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პავერ ბოგომაზოვმა განაცხადა.
კიევში რამდენიმე საათის წინ დაკავებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს. ამჟამად ის კიევის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.
ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.
თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.
თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:
ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.
„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.
თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.
გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.
აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.
თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.