შს მინისტრის თქმით, თუ დადასტურდება პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტება, ისინი პასუხს აგებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ სერგო რატიანის საქმეზე გამოძიების შედეგად დადასტურდება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თითოეული მათგანი პასუხს აგებეს კანონის წინაშე. 

თუმცა, მისი თქმით, თუმცა, ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების გაკეთება, ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან პოლიციელის შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობის გაწევას.


 


შინაგან საქმეთა მინსიტრის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ზვიად რატიანის მხრიდან, პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და უფლებამოსილების გადამეტება ამით ვერ გამართლდება, თუმცა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც დასადასტურებელია.


 


გიორგი გახარიას განცხადებით აუცილებელია საზოაგდოება გამოვიდეს იმ სტიგმიდან რომ, ერთმნიშვნელოვნად, ან პოლიციელია დამნაშავე, ან მოქალქე. 


 


„ეს სამწუხარო ფაქტია. მე არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა და მარტივად აგიხსნით რატომ - ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი, აღვადგინოთ ნდობა სამართალდამცავსა და მოქალაქეს შორის, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ჩვენი ყველა ნაბიჯი იყო გათვლილი იმაზე, რომ მსგავსი ექსცესი და ინციდენტი არ მომხდარიყო. მე ვერ ვიტყვი ფაქტობრივად ზუსტად იქ რა მოხდა, ამისთვის არსებობს სასამართლო და პროკურატურა, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, ჩვენ ამ სტიგმიდან, როდესაც სუბიექტურად თუ ობიექტურად ერთმნიშვნელოვნად ვადანაშაულებთ მოქალაქეს ან პოლიციელს, არ არის სწორი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთის მიმართულებით. უნდა მივცეთ საშუალება სასამართლოს და პროკურატურას, დეტალურად განიხილონ ეს საკითხები“, - განაცხადა გახარიამ.


 


მინისტრის თქმით, ის  მოქალქეები რომლებიც დღეს ზვიად რატიანის პოზიციას იცავენ, ის ადამიანები არიან, ვისი მხარდაჭერაც აუციელბლად სჭირდებათ რეფორმების გასატარებლად.


 


"საზოგადოების მხარდაჭრა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც მომავლისთვის გვაქვს დაგეგმილი. ამ ადამიანების მხარდაჭერის და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამ რეფორმების გატარება უბრალოდ რთული იქნება. ჩვენ ვპირდებით ყველას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, თუმცა ობიექტურობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპი“, - განაცხადა გახარიამ.


სიახლეები მსგავს თემაზე

პოეტ ზვიად რატიანთან იზოლატორში შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შევიდნენ

 
პოეტ ზვიად რატიანთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შევიდნენ.

ზვიად რატიანის საქმეზე შსს ახალ დეტალებს ასაჯაროებს

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამიონისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

ზვიად რატიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს მინისტრი - ჩვენი რეფორმები და გეგმები საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის და სამინისტროს რეფორმები და გეგმები შეუძლებელია განხორციელდეს საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე.

შს მინისტრის თქმით, ოპერატიული ინფორმაციის გამო იძულებულნი გახდნენ შემოწმება ჩატარებულიყო

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, უწყებას გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია, ამიტომაც იძულებული გახდა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები გაეტარებინა.

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.