თემირლან მაჩალიკაშვილის და, რომელიც თბილისიდან სპეციალურად ჩაყვა ექსპერტთა ჯგუფს, აცხადებს, რომ სპეციალისტებმა ყველა ნივთმტკიცება ამოიღეს.
ნატა მაჩალიკაშვილს იმედი აქვს, რომ მომხდარი ფაქტის ობიექტურად გამოძიება მოხდება.
მისივე თქმით, არ გამოირიცხება, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა გახდეს საჭირო.
საძინებელ ოთახში, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს, მტკიცებულებები ადგილობრივმა საგამოძიებო ჯგუფმა სპეცოპერაციის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეისწავლა.