სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება და შეფასებები საერთაშორისო დონეზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.


ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.


ქართულმა მხარემ მიმართა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღონ ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.


სხდომაზე საქართველოს პოზიცია გაიზიარეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ და დაგმეს სირიის რეჟიმის  უკანონო გადაწყვეტილება.


მათ ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.


საქართველოს განცხადება სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც გავრცელდა.


საქართველოს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს იმ  სხდომაზე წამოწიეს, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო ჩანიშნული.


უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ერთობლივ უკანონო ქმედებებს.


„ფაქტიურად, ყირიმი დღეს წარმოადგენს უზარმაზარ სამხედრო ბაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება შორეულ ცხელ წერტილებში, მათ შორის, სირიაში რუსული ინტერვენციებისთვის. მადლიერების ნიშნად, სირიის რეჟიმი თავის დელეგაციებს აგზავნის სირიაში, და როგორც დღეს ვიხილეთ, მან უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა,“ - განაცხადა გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა.


საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოწია შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც.


„საზღვრების შეცვლა სამხედრო ძალის გამოყენებით - როგორც ამის მოწმენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპის ფარგლებს სცდება; როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მართლწესრიგს და გაეროს ქარტიას, ეს არის საფრთხე ყველასთვის. უსაფრთხოება არ არის თამაში ნულოვანი შედეგით და წესებზე დამყარებული წესრიგი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წესებს ყველა ასრულებს“ - განაცხადა შვედეთის ელჩმა გაერო-ში.


რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად რეგიონში შექმნილ არასტაბილურ გარემოზე ისაუბრა ბრიტანეთის წარმომადგენელმა, რომელიც დაეთანხმა შვედეთის პოზიციას და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა სცილდება უკრაინისა და საქართველოს საკითხს და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული.


მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის ევროპის და ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოში შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის" აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია.



"2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნო და ამით უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთი თავისი ქმედებებით ახლაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფლების უგულებელყოფას.



ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს პროცესების მშვიდობიანად წარმართვას. სირიის რეჟიმი და რუსეთი კვლავ აგრესიულად ცდილობენ ნორმებზე დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას.



დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს 1808 რეზოლუციისა, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ დადასტურებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.


სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები.


გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ნატო-მ.


იმოქმედებს თუ არა სირიის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე


საქართველოს პირველი დიპლომატი ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის  აღიარების საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.


მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც არაფრად თვლის,  გასაკვირი არაა".


მინისტრი ფიქრობს, რომ სირიის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე არ იმოქმედებს:


„ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი ალბათ არ უნდა იყოს.ეს ნამდვილად არ იმოქედებს ჩვენი ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე.მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული, თუ რას წარმოადგენს ასადის რეჟიმი“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობაც და სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.


"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგგანხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურწმენდას; უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები",-ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.


აღნიშნულის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობას გამართლებულად მიაჩნია, პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.


უმრავლესობა მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით.


ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.


 
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 26 აგვისტოს მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა, შემდეგ კი მათი „დამოუკიდებლობა“ აღიარა.



მოსკოვის მსგავსად, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ და ახლა უკვე სირიამ.


 


 


 


 


 


 


 


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.