გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობს დატოვა.

ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


"როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა დაა მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარი იყო ემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, მინდა ცოტა დაწვრილებით მოგახსენოთ.


2015 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან გახლავართ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ 2,5 წლის განმავლობაში, ჩემი მეთაურობით ქვეყნის მთავრობამ გაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმები,  მათ შორის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რეფორმები. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ვითარებისა, ჩვენ, გუნდთან ერთად, შევძელით საქართველოში შეგვექმნა სტაბილური გარემო და განვითარების სწორ გზაზე დაგვეყენებინა ქვეყანა. დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, დაცული საკუთრების უფლება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმსხვილეს ბაზრებთან. ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და ეს ნათლად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებშიც. დღეს ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შექმნილია უსაფრთხო და სტაბილური გარემო. წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები შერიგების მიმართულებით. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე საქართველო ოდესმე ყოფილა. დღეს ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით გადავდგათ ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მჯერა, ადრე თუ გვიან, ეს შეთავაზებები გარკვეულ შედეგს მოიტანს. მე მაშინაც, როდესაც შევიმუშავეთ მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც დაეფუძნა კიდეც „ქართული ოცნების“ პროგრამა და ჩვენმა პარტიამ გაიმარჯვა 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, და ახლაც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი გზა საქართველოს განვითარებისთვის. ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რომ რამენაირად იშოვოს ლუკმაპური საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი შვილებისთვის და თავი გადაირჩინოს. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ძალიან ბევრი წლით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე არასოდეს მივცემდი პირველ რიგში საკუთარ თავს და ვფიქრობ, გუნდიც მთლიანად მოტივირებული იყო, რომ ამ მიზნით გვემოქმედა. მჯერა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და მით უფრო, მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირ შემთხვევაში არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, ერთჯერად შედეგებზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივასა და გრძელვადიან შედეგებზე.


მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სწორედ, ასეთი პოლიტიკა ავირჩიე პოსტზე დანიშვნის დღიდან. ყველას კარგად ახსოვს ის სერიოზული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც ჩვენს რეგიონზე ძალიან მტკივნეულად აისახა. სწორედ ამ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევებში მოგვიწია ჩვენ გავლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.


მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ შეგნებულად მივიღეთ ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიღო ის შედეგი, რომ მოგვცა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებზე, თუმცა, რომ არა ეს გადაწყვეტილებები, არ გვექნებოდა ეკონომიკური დინამიკა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება მინიმუმ 5-7 წლით გადავადდებოდა.


ეს გადაწყვეტილებები იყო - მცურავი სავალუტო კურსი; რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, რათა არ დაგვემინუსებინა ეკონომიკური ზრდა; აგრეთვე, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკროეკონომიკური, ფისკალური სტაბილიზაცია იქნა მიღწეული და ეს იყო სწორედ 2016 წლის ბოლო და 2017 წლის დასაწყისი, როდესაც ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო დეფიციტი პრუდენციულ საზღვრებამდე ჩამოვიყვანეთ.


ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ შეგვეძლო, მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება იმ მომენტში ყოფასგაუადვილებდა, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს, ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ დინამიკას, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და შესაბამისად, განვითარების პროცესი გადავადდებოდა. ამიტომ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ შეგნებული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს გარკვეული კომპენსატორების შემოღება, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველთა ფენებისთვის და ამ ნაწილში მე შემიძლია, მივიღო შენიშვნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანას მოუტანა დღეს არსებული დინამიკა.


ჩვენ ამ რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვედით, გადავლახეთ ის სირთულეები, რომლიდან გამოსვლაც ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი უჭირს და რომ არა ასეთი პოლიტიკა, დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით.


დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი, 6,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა აპრილში, 5,5%-იანი ზრდა 2018 წლის პირველ 4 თვეში, მიმდინარე წლის მხოლოდ 5 თვეში ტურიზმის რეკორდული - 24 %-იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ეს მაჩვენებელი 8 მლნ საერთაშორისო მოგზაურს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.


2018 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი არის 22%-ით გაზრდილი, დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებასაც 2017-2020 წლებში 9 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდება, უშუალოდ ამ პროექტების განხორციელება შექმნის, დაახლოებით 40 000-50 000 სამუშაო ადგილს.


გარდა ამისა, დღეს საქართველო მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხო ქვეყანა გახლავთ, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის, მსოფლიო დონის ჩემპიონატებისთვის და სხვა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრისთვის.


ყველაფერი ეს იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ეს არის მყარი საფუძველი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს ძალიან დიდ შედეგებს და ჩვენი შვილები იცხოვრებენ უსაფრთხო, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში.


ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში.


მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა.


მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას.


მინდა, აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი. მინდა, ჩემს თანამშრომლებს, გათენებული ღამეებისთვის, ადამიანური თანადგომისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.


მინდა, მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა - მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ასევე, მინდა, საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა და, რა თქმა უნდა - პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის - ჯერ მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდგომ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მინდა, გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში.


დიდი მადლობა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას  2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. 2012-2015 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, 2015 წელს ასევე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.