ოთარ დანელია იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა

მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

როგორც დანელიამ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით თუ საიდან მოვიდა ეკონომიკური ზრდა, რას ნიშნავს თვის ჭრილში, წლის წრილში, კვარტალურში და ა.შ.


„ძალიან მნიშვნელოვანია მიღწევების ქრონოლოგიის გახსენება, გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ეს გახლავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რამაც საშუალება მოგვცა საქართველოსთვის და ქართული პროდუქტისთვის გახსნილიყო ევროკავშირის ბაზარი. ამას მალევე მოჰყვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. საქართველო არის ერთადწერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან. ამან კიდევ უფრო გაზარდა ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობისა და რელიზაციის საშუალებები. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საკითხში და ესეც რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა“,  - განაცხადა დეპუტატმა.


ოთარ დანელიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში მატარებლთ ტვირთის შემოტანაზე და ამ პროექტს რეგიონალური მნიშვნელობის უწოდა.


„ჩინეთიდან დღეს შესაძლებელია მატარებლით ტვირთის შემოტანა სულ რაღაც ათი დღეში. სწორედ მამუკა ბახტაძე იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი და მისი ძალისხმევით განხორციელდა ის. უმნიშვნელოვანესია ასევე ხაზი გავუსვათ საგადასახადო შეღავათებს, დღგ-ს დაბრუნების საკითხს, იმ ინიციატივებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით“, - განაცხადა დანელიამ.


ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად დანელია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებს ასახელებს. მისი თქმით, 2017 წელს, ტურიზმიდან საქართველოს ბიუჯეტში 2.7 მილიარდი დოლარის შევიდა, მიმდინარე წლის პროგნოზით კი ეს ციფრი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.


„ეს არის დარგი, რომლესაც აქვს ძალიან კარგი და დიდი პოტენციალი, მათ შორის რეგიონებში. ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება აუცილებელია იყოს აგროტურიზმი, რომელშიც ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული და მნიშვნელოვან სწრაფ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკაში, რეგიონულ და სოფლის განვითარებაში“, - განაცხადა დანელიამ.


რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, დანელიას თქმით, 2017 წელს 76 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განხორცილდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.


„ჩვენ ტრადიციული ბაზრებიდან დავიწყეთ დივერსიფიცირება ახალ, ალტერნატიულ ბაზრებზე ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებლები. ბუნებრივია, ჩვენი მეწარმეები თვითონაც ძალიან აქტიურობენ და 30-მდე ქართული ღვინის სახლია გახსნილი მხოლოდ ჩინეთში. ეს არის სწორედ ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები“, - განაცხადა დეპუტატმა.


საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.