წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი მსოფლიოში განთქმული დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა იქნება

შვეიცარიაში, ვერბიეში წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია მოეწყო.

 

პრეზენტაციეაზე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება. 


საკურორტო ქალაქ ვერბიეში, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოზედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.

2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალაზრდული ორკესტრი (რომელიც წელიწადში ერთხელ შეიკრიბება) და ფესტივალის ფარგლებში  დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას. 


როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ მზად არის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად წვლილი შეიტანოს.


"ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. პირველივე დღიდან, როდესაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფმა" წინანდლის პროექტი წამოიწყო, ჩვენი ხედვა იყო საქართველოში წარმატებული და მდგრადი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება. ჩვენი პარტნიორიც, ერკინ ტატიშევი იმთავითვე ამ ფასეულობების გაზიარებით შემოუერთდა პროექტს. არ შეიძლება მუსიკის ენის მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასო, რადგან მუსიკა მშვიდობის, კეთილდღეობის და კავკასიის ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ყველაზე ძლიერი ელჩია",-განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.


მაესტრო ნოზედას თქმით, "ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ რწმენით, რომ მუსიკას ნამდვილად ძალუძს გააერთიანოს სრულიად განსხვავებული წარმომავლობის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის ან სოციალური სტატუსის ადამიანები. ამიტომაც, დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, როდესაც  წინანდლის ფესტივალის მუსიკალურ დირექტორად  მიმიწვიეს, იმ იმედით, რომ შევძლოთ კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალი თაობის გაზრდა კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ რომ, ახალაზრდების ერთგულება, ჩართულობა და საერთო ფასეულობების გაზიარება დაეხმარება მათ მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და ხელოვნების სათანადო დონის მიღწევაში და შეგვაძლებინებს - ყველას ერთად - წვლილი შევიტანოთ ურთიერთ პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული უკეთესი საზოგადოების განვითარებაში".


წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობის და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.


მისი დამაარსებლები არიან: მარტინ ენგსტროემი, ვერბიეს ფესტივალის დამუძნებელი, ავი შოშანი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი და სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი.


ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძეა.


ფესტივალის კიდევ ერთი დაამრსებლის ავი შოშანის თქმით, "მე და მარტინ ენგსტრომი, მზად ვართ ჩვენს მიერ მუსიკალურ სამყაროში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება  გავუზიაროთ წინანდალის ფესტივალს და მხარი დავუჭიროთ მის შორსმჭვრეტელ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს, რომელმაც წლები და საკმაო თანხები მოახმარა ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით წინანდლის ისტორიული კომპლექსის აღდგენა-განვითარებას, რათა ის გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის მშვიდობის, განათლების და კულტურის ცენტრი. აქ კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრი დაიდებს ბინას და მუსიკის ენა იქნება წინანდლის ყველა სტუმრისთვის ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის მაცოცხლებელი იდეა.


მინდა აქვე მოკრძალებით აღვნიშნო, რომ თავისი 25-წლიანი არსებობის მანძილზე ვერბიეს ფესტივალმა შეიტანა მნიშვნელოვანი წილი კლასიკური მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაში, გახდა რა ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის კლასიკური მუსიკის  ვარსკვლავებთან პირდაპირი ურთიერთობის ხელმისაწვდომი პლატფორმა. აქ ახალგაზრდები სწავლობენ ვარსკვლავებისგან და გამოჩენილ მუსიკოსებს კი ეძლევათ საშუალება თავისი გამოცდილება უშუალოდ გაუზიარონ ახალგაზრდებს.  


მე მზად ვარ გავუწიო ყველანაირი დახმარება წინანდლის ფონდს და სუპერვარსკვლავ დრიჟორს, მაესტრო ნოზედას, რომ წინანდლის ფესტივალი და კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრი გახდნენ ულამაზესი კავკასიის მშვიდობის და კეთილდღეობის სიმბოლო”, - განაცხადა ავი შოშანმა.


 


წინანდლის მამულები 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის პროგრამის მიზანია წინანდლის მამულები საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.


შემოდგომაზე წინანდლის მამულებს შეემატება ახალი უმაღლესი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშნ წინანდალი“ და კიდევ ერთი, ამჯერად დახურული, საკონცერტო დარბაზი. პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ვილების მშენებლობა. განახლებულ წინანდლის კომპლექსში ნატიფად და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილები, რაც განთქმული გერმანელი სამრეწველო დიზაინერის ინგო მაურერის და ცნობილი ქართველი დიზაინერის თამარ კვესიტაძის დამსახურებაა. ეს ყველაფერი, 1000 და 500-ადგილიან საკონცერტო დარბაზებთან, უახლესი ტექნოლოგიის ღვინის ქარხანასთან, განახლებულ ვენახებთან და რეაბილიტირებულ ისტორიულ კომპლექსთან ერთად წინანდალში უნიკალურ, ჰარმონიულ გარემოს შექმნის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.


იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués), მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს.  


 


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.