მიმდინარე წლის თებერვალში, ფიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე თაობის ინტერნეტის საცდელმა ვერსიამ პრობლემების გარეშე იმუშავა. ტესტი წარმატებულია შეერთებულ შტატებშიც, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს არც ერთი ფლაგმანური სმარტფონი, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით პირველი მათგანი შესაძლოა SAMSUNG GALAXY S10 აღმოჩნდეს, რომლის წარდგენაც თებერვალშია დაგეგმილი. 2019 წელიც 2018-ის მსგავსად უფრო მოსამზადებელი იქნება და 5G ფართო მასებისთვის 2020 წლიდან გახდება ხელმისაწვდომი, რომლითაც საწყის ეტაპზე მხოლოდ კორეის, იაპონიისა და შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის შეძლებენ სარგებლობას, თუმცა მათ ჩინეთი და სინგაპური მალევე შეუერთდება.
კერძო კომპანიებიდან ყველაზე დიდი ინვესტიციებს 5G-ში SAMSUNG, პროცესორების მწარმოებელი Qualcomm და სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T ახორციელებენ.
1G პირველი თაობის მობილურებს ეწოდათ, რომელთაც ეკრანიც კი არ გააჩნდათ, პირველი მობილურის (MOTOROLA) გაყიდვები 1983 წელს დაიწყო და მისი ფასი $3995-ს შეადგენდა. რაც ამჟამინდელ $9500-ს უტოლდება.
2G 1991 წლიდან ამოქმედდა. ხმოვან კავშირს SMS-ის გაგზავნის ფუნქცია, დაემატა, მოგვიანებით კი ლიმიტირებული სიჩქარის ინტერნეტი, რომელსაც უკვე 2.5G ეწოდა.
2001 წლიდან ჩნდება 3G, რამაც ელექტრონული ფოსტით და სხვადასხვა ვეგვერდით სარგებლობა რეალური გახადა.
2009 წლიდან ბაზარზე 4G-ც გამოჩნდა, რამაც მაღალი ხარისხის ვიდეოს პირდაპირ ეთერში ყურება გახადა შესაძლებელი. მისი სიჩქარე იმდენად გაიზარდა რომ კაბელიან ინტერნეტსაც კი გაუწია კონკურენცია. 4G სმარტფონი უკვე რეალურად გახდა მცირე ზომის კომპიუტერი.
5G კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს პირდება კაცობრიობას. წამში 10 GB სიჩქარეს FULL HD ფილმის გადმოწერის დრო რამდენიმე წამამდე დაჰყავს. 4K ფილმები ჯერ არ არსებობს, მაგრამ ამ სიჩქარით მისი გადმოწერა 2-3 წუთში ხდება შესაძლებელი, როცა დღეს ოპტიკური ინტერნეტით იმავე მოცულობის ფაილის გადმოწერას 2-3 საათი სჭირდება. ეს კი ყველაფერი არ არის. 5G ხდება ერთ-ერთი საფუძველი ნოვთების ინტერნეტის, რამაც თავის მხრივ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის წარმატება უნდა უზრუნველყოს.