2016 წელს შეერთებულ შტატებში ჯამური უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-ს აღწევდა, მხოლოდ აფროამერიკელების 8.4%-ს, 2019 წელს ორივე მათგანი შემცირებულია, თუმცა კლება მეორე ნაწილში უფრო თვალშისაცემია. სამ წელიწადში უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი 1%-ით 4%-მდე შემცირდა, უმუშევრობა აფროამერიკელებში კი 1.6%-ით 6.8%-მდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 47 წელიწადში, თუ არ ჩავთვლით 2018 წლის 6.2%-იან მაჩვენებელს, ამ დროს უმუშევრობის საერთო დონე 3.7%-მდე იყო შემცირებული.