სავაჭრო ომმა და გაზრდილმა ტრიფებმა რომელიც $200 მლრდ-ს პროდუქციას შეეხო, ვაჭრობა ორმხრივად შეამცირა, თუმცა აშშ-ისთვის ექსპორტი იმპორტზე მეტად შემცირდა. ექსპორტი $130 მლრდ-დან $111 მლრდ-მდე შემცირდა, იმპორტი კი $505 მლრდ-დან $493 მლრდ-მდე.
30 წლის წინ, 1988 წელს დეფიციტი $3 მლრდ-ს არ აღემატებოდა, თუმცა მაშინ მთლიანი სავაჭრო ბრუნვა $13 მლრდ-ს შეადგენდა. ჩინეთის მიერ საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით სვლა მხოლოდ 10 წლის დაწყებული ჰქონდა. აშშ-ის ეკინომიკა ჩინეთისას თითქმის 17-ჯერ, უფრო კონკრეტულად 1680%-ით აღემატებოდა.
არსებობობდა მოლოდინი რომლის თანახმადაც ტარიფები კიდევ უფრო გაიზრდებოდა და ის მთელს იმპორტზე გავრცელდებოდა, თუმცა გასული წლის ბოლოს მხარეების საწინააღმდეგო პოზიციაზე შეთანხმდნენ.