გიორგი ცუცქირიძე: კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევა არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან მიმართებაში სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და პროექტის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

დღეს ის რაც ანაკლიის პორტის ირგვლივ ვითარდება, თავისებური პოლიტიკური გამბიტის შთაბეჭდილებას ტოვებს, მოგეხსენებათ გამბიტი საჭადრაკო პარტიის ისეთი დასაწყისია, როდესაც საჭადრაკო დაფაზე თეთრები სწირავენ ფიგურას ან პაიკს შეტევაზე სწრაფად გადასვლის და ბუნებრივია, პარტიის მოგების მიზნით;


ამ კონტექსტში საინტერესოდ ჯდება ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებიც - ხელშეკრულების პირობები თავიდანვე იყო კაბალური, და გამომდინარე პროექტის მნიშვნელობის გამო, ისინი რისკზეც კი წავიდნენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერისას და დღემდე ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულეს, სამაგიეროდ სრულიად უსაფუძვლოდ ხდება კონსორციუმის „გაშავება“, რომლის მიზანია ბატონი ხაზარაძის ამ პროექტიდანაც ჩამოცილება. ამავდროულად, თავად ბატონი ხაზარაძე აცხადებს, რომ ბანკიდან ჩამოაცილების გადაწყვეტილება თავად მიიღო, ბანკის გადასარჩენად, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი გაწევა ასე მარტივად ვერ მოხდება და ის ბოლომდე იბრძოლებს...


მართალია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თი ბი სი ჯგუფს აქაც მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს; მაგრამ ჩვენ ვიგებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ წარმოდგენილია 4 ინვესტორი, მათ შორის ამერიკული „კონტი ჯგუფი“, ისეთივე თანაბარი წილით, როგორც არის წარმოდგენილი „თიბისი ჯგუფი“ და აქედან გამომდინარე, ანაკლიიის პორტის თემის ხაზარაძესთან მიბმაც ამ სტრატეგიის ნაწილად მოჩანს..


ნიშანდობლივია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ის მოდელი რომელიც იქნა სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული აგებულია კომერციული ოპერატორის მოდელზე, სადაც კერძო კონსორციუმი განახორციელებდა ამ პროექტს, და სახელმწიფო არ აპირებდა ამ პროექტში ფინანსურ მონაწილეობას. იმ დროს, როდესაც კაბალურ პირობებზეა ლაპარაკი, სინამდვილეში კონკურსი გამოცხადებული იყო იმ პირობით, რომ სახელმწიფოს არავითარი ფინანსური მონაწილეობა არ უნდა ჰქონოდა ამ პროექტში, გარდა მიწების გადაცემისა და გზის და რკინიგზის მიყვანისა.


ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 60 მილიონი ლარი დაიხარჯა იმ მიწების გამოსყიდვაზე, რომელიც შემდგომში უკვე გადაეცა კონსორციუმს. თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ძირითადად თი ბი სი ჯგუფით იყო წარმოდგენილი, მთლიანად დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ უკვე, გამარჯვებულად გამოცხადებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, კონსორციუმმა მიმართა მთავრობას, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა სრული დაფინანსების მოძიებას და ამიტომ საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პროექტში დამატებითი მონაწილეობა. სწორედ ამ მიმართვის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ასევე სახელმწიფოს ანუ ბიუჯეტის დაფინანსებით ამ პროექტში შევიდოდა დამატებითი 100 მილიონი დოლარის ოდენობით. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკურსს ერთი პირობით ცხადდება და არის გამარჯვებული, ხოლო შემდეგ პირობები იცვლება, უმეტეს შემთხვევაში ხდება დაბრუნება და კონკურსის თავიდან გამოცხადება.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმის განცხადებით პროექტის დაახლოებით 60% არის შესრულებული ანუ 2018 წელს ფინანსური დახურვის დასრულებამდე, მისმა აქციონერებმა სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაიწყეს. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მაგრამ თავდაპირველი ხელშეკრულებით უკვე 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო სრული დაფინანსების მოძიება, ამ ვადამ ჯერ 2018 წლის ბოლოს და ახლა უკვე ამ წლის მარტის ბოლოსთვის გადაიწია. აქედან ცხადად ჩანს, რომ კონსორციუმს პრობლემები აღებულ ვალდებულებებთან მიმართებაში, წარმოექმნა ჯერ კიდევ 2017- 2018-წლებში, ხაზარაძის თემის ამოწევამდა. დიდ ბოდიში კონსორციუმთან, მაგრამ როგორც ვხედვათ სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში კიდევ უფრო მოცულობითია!.


ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს არა უმსხვილესი მსოფლიო გრანდის „ესესეი მარინის“ შემოსვლა პროექტში, რომელიც 250 პორტის ოპერატორია, რაც თავიდან იყო განცხადებული, არამედ „ესესეი ინტერნეიშენალის“ რომელიც ბევრად მცირე ზომის კომპანიაა, და რაც მთავარია კომპანია ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 5 ამერიკელი თანამშრომლით!!!.


საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკაა, რომ როდესაც სახელმწიფო თავად არ მონაწილეობს ამ ტიპის მსხვილ პროექტებში, კომერციულ მხარეს უზრუნველყოფს კერძო ოპერატორი, და შესაბამისად, ინვესტორის შემოიყვანის მიზანიც სწორედ დაფინანსების მოძიებაა, რამაც უნდა უზრუნველყოს პორტის ოპერირება, მათ შორის, ტვირთების მოზიდვა, და პორტის შემდგომი განვითარება;


დღეს კონსორციუმის მხრიდან საერთაშორისო ბანკების თემის აწევაც ზემოთ ნახსენებ კითხვებს აჩენს, რადგან როგორც ირკვევა, ამ პროექტში სტრატეგიული ინვესტორის და არც ერთი გადამზიდავი ხაზის, არ მონაწილეობის გამო, კომერციული რისკები, ანუ ტრაფიკის რისკები არ ყოფილა დაზღვეული, რის გამოც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (EBRD, AIIB, ADB, OPIC) საჭიროდ ჩათვალეს, რომ სახელმწიფომ მისცეს ეს გარანტია, მათ მიერ გამოყოფილი 400 მილიონის საინვესტიციო ვალდებულებებზე“, ეს პირობები კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, და რაც ნიშანდობლივია, პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებების შეტანას“, მათ შორის კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევასაც, რაც არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!!!;


მიმაჩნია, რომ ამ ახალი პირობების წამოყენებაც, ულტიმატუმისა და თავისებური შანტაჟის ელემენტსაც კი ატარებს, რადგან არის აბსოლიტურად სულ სხვა მოდელი, სადაც კონსორციუმი მთლიანად იხსნის კომერციულ რისკებს, ვიდრე თავიდან იყო საკონკურსო პირობებში გათვალისწინებული. აქ ნაკლებად გამოდგება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ბოლო განცხადებაში ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მაგალითად მოყვანაც, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ხელშეკრულებაში, აქამდეც შევიდა ცვლილებები როგორც კონსორციუმის(16 ცვლილება), ასევე მთავრობის მოთხოვნით(13 ცვლილება); აქ პირიქით, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ პირიქით, მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით;


თუ ამ მოთხოვნათა შემდგომ ქრონომეტრაჟს მივყვებით, ასე კონკურს, რეზო ჭეიშვილის ცნობილი მოთხრობის გმირისა არ იყოს, შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე!


თუ სახელმწიფოს უნდა აეღო თავის თავზე ფინანსური და კომერციული რისკებიც, მაშინ ამავე ლოგიკით სახელმწიფო ან თავიდანვე კონკურს სულ სხვა პირობებით გამოაცხადებდა ან სულაც თავად იქნებოდა ჩართული ამ პროცესში, თუნდაც საპარტნიორო ფონდის ეგიდით;


დარწმუნებული ვარ, არც ამ საერთაშორისო ბანკებთან იქნებოდა პრობლემა, რადგან ისინი ისედაც წარმატებით აფინანსებენ მნიშვნელოვან პროექტებს, თუნდაც სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.


მიმაჩნია, რომ მთავარი ინტრიგა ეს არის და კვანძიც აქ იხსნება. დროის სიმცირიდან გამომდინარე, თუ სახელმწიფო არ დათანხმდება ამ ცვლილებების შეტანას ხელშეკრულებაში, მაშინ პროექტის შესაძლო გაჩერება სახელმწიფოს დაბრალდება. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენარში კუდიანებზე დევნის და ე.წ. რუსული კვალის აფიშირებით, მაქსიმალურად იქნება ჩართული ოპოზიციური ელემენტი, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და მედია პლათფორმა.


სამწუხაროდ, 17 მილიონის საქმის მსგავსად, კითხვის ნიშნები აქაც ბევრია. ფულის სესხებით ამ თანხის ბანკის კაპიტალში შეტანა, არ არის დანაშაული, მაგრამ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც თი ბი სი ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით;


დღეს ამ საკითხის განხილვისას რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზეა ხაზგასმა და შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ამ ოპერაციის კვლავ საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა ხუთი წლის შემდეგ, 2012 წელს, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება და ბუნებრივია, დამატებითი კითხვებიც აქ ჩნდება. რაც მთავარია, კვლავ არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა?!, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2007-2008 წლებში ამ სესხის ჩამოწერის შედეგად ბანკი ზარალზე გავიდა, სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის (გადასახადების შემცირება ან სულაც დამალვა) ანუ ფინანსური თაღლითობის სუნი ასდის!!!


ცნობილი „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია თუ არა შეტევაზე გადასვლის მცდელობა და შეიძლება შეფასდეს როგორც ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისათვის;


ჩვენის მხრივ, დავძენთ, რომ ეს შემთხვევაც როგორღაც გავს იმ 17 მილიონის საქმეს, რასაც ხაზარაძეს პროკურატურა ედავება „ფულის გათეთრების“ სქემისათვის, როდესაც ხაზარაზემ და კომპანიამ ერთი პატივცემული ექსპერტის შეფასებისა არ იყოს ამ ტრანზაქციით უბრალოდ „ფული მოტეხა“.


მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი და პრესტიჟის საქმე უნდა გახდეს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით დასრულება, მით უმეტეს, რომ ანაკლიის პორტი წარმოდგენილია ტრანსევროპული საინვესტიციო და სატრანსპორტო ქსელების პროექტებში, რაც ადასტურებს ხელისუფლების ნებას პროექტის უპირობო მხარდაჭერაზე და მთლიანად გამორიცხავს სხვა გარე, მათ შორის რუსულ ფაქტორსაც!. ყველაზე კარგი კონტრგამბიტიც ეს იქნება!


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.