ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ერთობლივ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ უპრეცედენტოდ იზრდება მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და არსებობს პროგრესი აღნიშნული სწავლების ფარგლებში.
„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ერთ-ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ასეულის სახით, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩაატარა საკუთარი მზადყოფნის გეგმის შესასრულებლად და შესაფასებლად სწავლებები. რაც გვაძლევს საფუძველს, რომ სტრატეგიულ კონტექსტში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვიფიქროთ, როგორც აშშ-ის, ისე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები როტაციის პრინციპის საფუძველზე გადიოდნენ ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სწავლებას საქართველოში. სწორედ, ეს არის გაწევრიანებამდე ყველაზე სწორი პოლიტიკა საქართველოში მეტი ნატოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის “, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.