„როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისხმობ - ყველაფერი, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის კეთდება, პირველ რიგში, ამ საფრთხეების შეკავებასა და თავდაცვას გულისხმობს“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.
„მე ვარ უწყების ხელმძღვანელი, შესაბამისად ვიღებ ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რეფორმებსა და იმ თემებზე რაც შეიძლება მოხდეს თავდაცვის ძალებში. თუ პრობლემაზე და გარკვეულ კრიტიკაზეა საუბარია, ჩემი თხოვნა და სურვილია, რომ ეს იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტური და მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია“,- აღნიშნა მინისტრმა.