„სამხედრო პოლიციის არსებობა სტრუქტურაში, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველაზე განვითარებულ ნატოს ქვეყნებშიც განპირობებულია იმით, რომ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მოწყვლადი შეიძლება იყოს თავდაცვის სტრუქტურა. არავის არ აქვს იმის ამბიცია, რომ მომავალში არ იქნება დარღვევები და არავის არ აქვს ამბიცია, რომ არსებობს ქვეყანა, ყველაზე განვითარებულიც კი, სადაც მსგავს დარღვევებს ადგილი არ აქვს“, განაცხადა ლევან იზორიამ.
მან ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგალითიც მოიყვანა. მისი განმარტებით, დაპირისპირებას და გამოძალვას ადგილი ჰქონდა წვევამდელებს შორის, რომელებიც ორ დღეში ასრულებდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
„ფიზიკური ძალადობით სხვა წვევამდელებს სახელფასო ბარათი მოსთხოვეს. მეორე დღეს, მას რომელსაც ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, სამხედროები, სამედიცინო პერსონალი ისე ოფიცრები დაუკავშირდნენ და ჰკითხეს თუ რა იყო მიზეზი დაზიანების. მან საუბარში ეს არ განაცხადა. პირიქით, მან თქვა რომ ბიძა დაეღუპა და ითხოვდა გათავისუფლებას. თუ ვიღაცას ჰქონდა ამის დამალვის, და მიჩქმალვის რატომ გაუშვებდნენ?! როდესაც ოჯახში მივიდა, სხვა მიზეზები დაასახელა. ამით გახდა ეს ამბავი ცნობილი. ჩვენ ყველა გამოვკითხეთ, ვინც კი ინციდენტში მონაწილეობდა. წარმოჩენილი იყო რომ თითქოს სისტემურად ხდება დანაშაული“, განაცხადა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია ერთი ინციდენტის სხვადასხვა ეპიზოდებზე და ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.
მინისტრის თქმით, სამხედრო პოლიციამ რეალური გარემოებები ერთ დღეში დაადგინა და ეფექტიანად იმოქმედა.