მათ სამედიცინო პუნქტი, ყაზარმები, სასადილო და ყველა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ. V საარტილერიო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 90-მდე სამხედრო გადის.
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ 6 თვეში ერთხელ, ღია კარის დღეების ფარგლებში, ადგილზე გაეცნონ კვების, საყოფაცხოვრებო და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღებაც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შდეგად, განახლებული ფორმით ფუნქციონირებს. ახალი სისტემით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო მოსამსახურეების ანალოგიურად, 10 კვირიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გადიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობით სარგებლობენ. გაიზარდა წვევამდელების ყოველთვიური ანაზღაურებაც.