ბექა ოდიშარია მაია დარჩიასა და ლელა ჟორჟოლიან-ლიკლიკაძეს დედაენის დღეს ულოცავს

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ადამიანებს, რომელთაც კარლის უნივერსიტეტში გახსნეს ქართული კულტურის და ქართული ენის ისტორიის შემსწავლელი ორი კურსი“, - წერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

მისი თქმით,  ამ ორი ქალბატონის მიღწევები გამოსარჩევი და განსაკუთრებულია:


“დედაენის დღე”


განსაკუთრებით მინდა მივულოცო ადამიანებს, რომელთაც აგერ უკვე 4 წელიწადზე მეტია ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, 1348 წელს დაარსებულ კარლის უნივერსიტეტში მოახერხეს და გახსნეს ქართული კულტურის და ქართული ენის ისტორიის შემსწავლელი ორი კურსი.


პირველს უძღვება, ქალბატონი მაია დარჩია. 
მეორეს კი ქალბატონი ლელა ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძე.


 


ჩვენთვის ყველა ადამიანი, ვინც ქართული ენისა და ქართული საქმის სადარაჯოზეა, ერთნაირად მნიშვნელოვანია და მათი საქმიანობა, პირობას ვდებ, ჯეროვნად დაფასდება კიდეც. თუმცა, ამ ორი ქალბატონის მიღწევები ვფიქრობ, მართლაც გამოსარჩევი და განსაკუთრებულია.


ამ პატრიოტი ადამიანების და მოვლენის მიმართ მე გავამახვილე ყურადღება, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციისას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან საქმიანი შეხვედრისას და განათლების მინისტრთან საუბრისას, რა დროსაც, შემიძლია ვთქვა, შემდგარია სრული კონსენსუსი იმ იდეის გარშემო, რომ ასეთი ადამიანები ჩვენი დროის გმირები გახლავან. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უმოკლეს დროში ღირსეულად შეაფასებს მათ ღვაწლს.


აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის ისტორიისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, როგორც ორი საგანი, თავისი საკრედიტო სისტემით, ოფიციალურად შევიდა კარლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების სწავლების პროგრამაში.


უფრო მეტიც, უნივერსიტეტის მხრიდან ჩეხეთის განათლების სამინისტროში გაიგზავნა კავკასიოლოგიის კათედრის აკრედიტაციის მოთხოვნა, რაც კიდევ უფრო დიდ პერსპექტივას აჩენს ჩვენი ენისა და კულტურის არა მხოლოდ პოპულარიზაციის, არამედ აკადემიურ დონეზე სწავლების თვალსაზრისით. ვინაიდან კათედრა ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის გახსნილი, ოთხი წელიწადია, ორივე პედაგოგი ამ საქმეს უძღვება ენთუზიაზმით.


ისინი თავიანთი ხარჯებით ადგენენ პროგრამებს, აგროვებენ და თარგმნიან საჭირო ლიტერატურას, თავად ქმნიან სწავლების თეორიულ თუ პრაქტიკულ მასალას.


მოგეხსენებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ჩეხურ ენაზე, ხოლო ამ ენაზე ჯერჯერობით არ არსებობს ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი აკადემიური სახელმძღვანელო (ეს სახელმძღვანელო შექმნის პროცეშია). ამიტომ ჩვენს პედაგოგებს უწევთ ერთგვარი კომბინაციის გაკეთება სხვადასხვა ინგლისურენოვანი წიგნებიდან, ელექტრონული სწავლების საიტებიდან, რასაც ემატება მათ მიერვე უკვე დაწერილი და თავად კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანატის მიერ დამტკიცებული ვრცელი სასწავლო პროგრამები; ქართული კულტურისა და ლიტერატურის შემსწავლელი ერთი აკადემიური კურსისთვის, რომელსაც უძღვება ქალბატონია დარჩია და ქართული ენის შემსწავლელი ორი კურსისთვის - A1 და A2 დონე, რომელსაც უძღვება ქალბატონი ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძე.


მართალია, ეს ორი საგანი, კავკასიოლოგიის კათედრის გახსნამდე, ჯერჯერობით არჩევით საგნებად რჩება აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების კათედრაზე და არ შედის სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის იმას, რომ მსურველთა რაოდენობამ, ქართული კულტურისა და ენის შესწავლის მსურველ უცხოელ სტუდენტთა რიცხვმა წლიდან წლამდე კი არ დაიკლოს, არამედ, პირიქით, მოიმატოს.


მეტიც, შარშან რამდენიმე უცხოელმა სტუდენტმა, ქართული ენის კურსის მოსმენის შემდეგ, გაცვლით პროგრამაშიც მოინდომეს მონაწილეობის მიღება და კარლის უნივერსიტეტიდან თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიგზავნენ და იქ გააგრძელეს სწავლა კავკასიოლოგიის განხრით.


ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს იმ საქმეს მნიშვნელობასა და ღირსებას, რასაც ემსახურება ქართული ენისა და კულტურის სწავლება ჩეხეთის საუკეთესო უნივერსიტეტში.


თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კარლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო ტოპუნივერსიტეტების სიაში შედის, მაშინ კიდევ უფრო ცხადი გახდება ამ მოვლენის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ნათქვამია ბექა ოდიშარიას განცხადებაში.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.