დაკავებულებს ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, ასევე მასობრივ არეულობისკენ მოწოდება ედებათ.
ბარახ ჩემურზიევი, ახმედ ბარახოევი და მუსა მალსაგოვი 3 აპრილსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მათ 10- დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მოიხადეს, დაკავებულებს ბრალად აქციის გამართვის წესის დარღვევა ედებოდათ.
ინგუშეთის ცენტრში, მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2018 წლის 4 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც 26 სექტემბერს ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და ჩეჩნეთის ლდიერმა რამზან კადიროვმა რეგიონების საზღვრების ცვლილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ჩეჩნეთმა ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონი მიიღო, ინგუშეთმა კი, სანაცვლოდ მალგობეკსკის რაიონი.
ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის განსაზღვრის საკითხი 1990 წელს გაჩნდა, როდესაც ჩეჩნეთ-ინგუშეთის სოციალუსტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ორი რესპუბლიკა ჯოხარ დუდაევის მიერ გაიყო.
შეკრებილები შეთანხმების გაუქმებას, ევკუროვის გადადგომას და რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შესახებ კანონის აღსრულებას მოითხოვდნენ.
გარდა ამისა, შეკრებილები ითხოვდნენ რესპუბლიკის მეთაურის პირდაპირი წესით არჩევას და სახალხო საკრებულოს და მუნიციპალური წარმომადგენლობების ორგანოების წევრების შერეული სისტემით არჩევას.
საპროტესტო აქციები 26 მარტს განახლდა. ცენტრალურ მოედანზე 20 ათასი ადამიანი შეიკრიბა და განაცხადა, რომ არ დაიშებიან სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.