ირაკლი კობახიძე: პროცედურა არა მარტო სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებშიც კი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მოუსმინეს.

„კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას - შეგიძლიათ, ნახოთ ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, ხანგრძლივი პროცედურა და ეს ყველაფერი კეთდება შედეგისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტით დადგენილ პროცედურასა და კანონპროექტის საბოლოო მიზანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.


„მთავარი არის ის, რომ შედეგად მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავის დროზე, უმრავლესობამ განაცხადა, რომ გაიზიარებდა ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნებოდა გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან.


„ჩვენ აღვნიშნეთ სწორედ ეს: თუ სადმე დაადგენდა ვენეციის კომისია წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს. თუმცა, არ არის არცერთი რეკომენდაცია, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. უფრო მეტიც, ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ათჯერ და ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიდგომაზეც და აღნიშნა, რომ გარკვეული ფორმით, კომისიის დასკვნებში პოლიტიკური რეკომენდაციების გაწერა შესაძლებელია, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიას ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.


„როდესაც ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, პარლამენტის ჩართულობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში ვენეციის კომისიას ჰქონდა ძალიან მკაცრი პოზიცია. ავუხსენი სიტუაცია, კონტექსტი და ისინი დამეთანხმნენ შეფასებებში და მითხრეს, რომ კი, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა, იყოს მიზანშეწონილი პარლამენტის ჩართვა მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში. ეს იყო მარკერტის განცხადება, ბუკიკიოსთან ერთად გვქონდა შეხვედრა. მარკერტმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია შექმნილია სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და შესაბამისად, ისინი ვერ ითვალისწინებენ პოლიტიკურ კონტექსტს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენისას. ამიტომ გამოვთქვით გაკვირვება, როდესაც ვნახეთ, რომ კონტექსტის მიხედვით, იყო აცდენილი ის რეკომენდაციები, რომლებიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ, მის რამდენიმე წლის წინანდელ რეკომენდაციებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი განმარტებით, სამართლებრივი პრინციპები არ იცვლება 5 წელიწადში, თუმცა, 5 წლის თავზე, ვენეციის კომისიამ ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივ პრინციპებთან არავითარი წინააღმდეგობა არ დაუდგენია. 


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა 2010 წელს ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესიც და ოპოზიციის მოთხოვნა ვენეციის კომისიის მიმართ, რომ პუტინიზაციის თაობაზე ჩანაწერი გაკეთებულიყო.


„გახსოვთ, რა იყო ამ რეფორმის კონტექსტი - სააკაშვილს სურდა დარჩენა და „გამარადიულება“ უკვე პრემიერის რანგში, თუმცა, ვენეციის კომისიამ მაშინაც განაცხადა, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ფუნქცია იყო სამართლებრივი ექსპერტიზის წარდგენა. ვენეციის კომისიის არგუმენტი იყო ის, რომ იყო სამართლებრივი ექსპერტიზის ორგანო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა პროცედურაზე, რომელიც, მისი თქმით, გართულებულია და რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სრულ შესაბამისობაში იქნებიან კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან. 


პარლამენტის თავმჯდომარემ გამოეხმაურა განცხადებას, იმის შესახებ, რომ პარლამენტი კანონპროექტს ფორსირებულად განიხილავს.


„ამ ყველაფერს, ჯამში, ვუთმობთ 7 თვეს. ჯერ 4 თვე დასჭირდება, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის მიღებას და ამის შემდეგ, 3 თვე სჭირდება, კიდევ პროცედურას. 7 თვე გაგრძელდა ეს პროცესი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ და შედეგი არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები. 7 თვე თუ არის ფორსირებული პროცესი ან თუნდაც, 4 თვე, კანონპროექტის მიღების, მაშინ არ ვიცი, შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს დავეთანხმო, თუმცა, აქაც ჩანს, რომ თუ არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, შეიძლება, არასწორი სახით აისახოს გარკვეული დასკვნები, თუნდაც ჩვენი ძალიან კვალიფიციური საერთაშორისო პარტნიორების საბოლოო ტექსტებში“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს - პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის რევანშის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც 2012 წლამდე სასამართლოზე სრული კონტროლი ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რევანშს არ დაუშვებს. 


სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე გაამახვილა.


„სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო. ნდობა სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიერ უნდა ყალიბდებოდეს თავისთავადი პროცესით და არა კამპანიების საფუძველზე. თუ შენ გინდა, ისაუბრო ვინმეს ნდობაზე, მაშინ სატელევიზიო კლიპებს არ უნდა ატრიალებდე კონსტიტუციური ორგანოს-სასამართლოს წინააღმდეგ. კლიპის ტრიალი რას ნიშნავს იცით? რომ ნდობის არსებული დონე არ მოგწონს. ანუ, კონკრეტულ ორგანოს აქვს გარკვეული ნდობის დონე, რაც არის იმაზე მაღალი, ვიდრე შენ მოგწონს და ორი წლის განმავლობაში შენ ატრიალებ კლიპებს იმისათვის, რომ ნდობის ხარისხი დაბლა დაწიო და ორი წლის თავზე საუბრობ მერე ნდობაზე. სატელევიზიო კლიპი რომ დაატრიალო, ნებისმიერი ორგანოს ნდობის შელახვა შეიძლება უმარტივესად და კლიპებიც არ არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ, მარტივად დააკვირდეთ ვინ აწარმოებს მიზანმიმართულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარი არის ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო სწორედ ადამიანის უფლებების სათანადოდ დასაცავად არის შექმნილი. ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ „ერთია ნდობა, მეორე არის მოცემულობა. ნდობა და მოცემულობა თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან და სწორედ, რომ იყო თანხვედრაში ერთმანეთთან, ამიტომ წამოიწყეს ორწლიანი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ“. 


ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან შედარება საკმარისი არ არის და არაფერს ნიშნავს ის მრავალჯერ უკეთესი მონაცემები, რომელიც მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან შედარებით აქვს.


„მთავარი არის ის, რომ მდგომარეობა იყოს კარგი, ადამიანის უფლებები იყოს განუხრელად დაცული და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის, რომ როცა სასამართლოს ეხება საქმე, ყველა ჩვენს ოპონენტს თუ დაინტერესებულ მხარეს ვთხოვთ კონკრეტული საქმეების წარდგენას, რასთან დაკავშირებითაც მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა ჩვენი ოპონენტები ამაზე საუბარს ყოველთვის არიდებენ თავს, ყოველთვის აქცენტი გადააქვთ ნდობაზე, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ კონკრეტულ საქმეებზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.