ამერიკული სამხედრო ხომალდი სახელწოდებით USS Ross საქართველოს წყლებს პირველად სტუმრობს. ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.
USS Ross (DDG 71) Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები აჭარაში ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ. დაგეგმილია ამხანაგური საფეხბურთო მატჩები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვედრები ახალგაზრდებთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში.
23 აპრილს გემზე ოფიციალური მიღება იგეგმება, რომელსაც ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრება. ხომალდი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას 25 აპრილს დატოვებს.