შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა იოჰანეს ვან დერ კლაუს მადლობა გადაუხადა UNHCR -ის წარმომადგენლის რანგში საქართველოში გაწეული ძალისხმევისათვის და UNHCR-ის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება, იძულებითგადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე გამახვილდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა UNHCR-ის, მათ შორის ორგანიზაციის თბილისის ოფისის, მნიშვნელოვანი როლი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.