არჩილ თალაკვაძე: ზუგდიდში ყველა მონაცემებით, გიორგი შენგელია იმარჯვებს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებზე გადადის

ზუგდიდში ყველა წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ,- ამის შესახებ ზუგდიდში არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, 

ოცნების კანდიდატი კვლევების თანახმად პირველივე ტურში იმარჯვებს.

 „არჩევნებამდე დარჩა 2 დღე და ხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ შუალედურ არჩევნებზე არის შერჩეული ზუგდიდი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან შეხვედრებისა და კარდაკარის მიხედვით, ჩვენს კანდიდატს გეგა შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით, ზუსტად ანალოგიური მონაცემი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც" თავის კვლევებში და სწორედ ამიტომ მათ ოფისში, მათ საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემი, რომ გიორგი შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ, გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ მათ კანდიდატს აქვს რეალურად მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოსაწყობად ზუგდიდში ჩამოყვანილი ჰყავს სხვადასახვა რეგიონიდან აქტივისტები, რომელთა მოვალეობაც ზონდერობა იქნება.

,,ეს არ არის ყველაფერი. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მობილიზებული ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა, ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალების სტატუსით და აი ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს.

ამას ადასტურებს ის, რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა და ისინი ფაქტობრივად პირდაპირ მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ. წინასწარ აცხადებენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიში. რეალურად მათი მიზანი არის პროცესის ჩაშლა და ისინი გადადიან პროცესის ჩაშლის ტაქტიკაზე, ვინაიდან მათაც აქვთ ხელთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც გეგა შენგელია მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველი ტურში გაიმარჯვებს.

შეგვიძლია გადავხედოთ მიმდინარე კამპანიის მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეალურად მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ მოქალაქეს პირისპირ, ამ დროს, ქალაქში სადაც სიმშვიდეა და კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ, თავისუფალ გარემოში, რჩება არეულობის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილად არის არეულობა, ნამდვილად არის აგრესია, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი და მათი კამპანია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 ის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს მიმართავს ზუგდიდს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

"ჩვენ გვსურს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთოთ შეფასებები, რომელიც გამორიცხავს საბოლოო ჯამში სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შეამცირებს იმ დაძაბულობას, რომელსაც ქმნის "ნაციონალური მოძრაობა". კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კამპანია მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საქმიანი პროგრამა და თითოეულ უბანში, მუნიციპალიტეტის სოფლებში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას ვთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ. არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი. რა თქმა უნდ,ა თითოეულ შემთხვევას, რაც მოხდება წითელი ხაზის გადაკვეთით, სადაც შესაძლოა დაირღვეს კანონი, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ .


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.