მარნეულში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ჭიათურასა და ხულოში მერებს ირჩევენ

მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში- მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში- ტარდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 99,717 51 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 15 კანდიდატს შორის მოუწევს: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ელენე გაბინაშვილი; „ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის” – აკმამედ იმამკულიევი; „ქრისტიან‐დემოკრატიულიმოძრაობა” – ბექა სვანიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – აგილმუსტაფაევი; „თავისუფალი საქართველო” – ნინო ჯურხაძე; „საქართველო” – ლეილა ხარაიშვილი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირენა სტურუა; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – ლისა სიხარულიძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ნინიკო ჩხეტია; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მალხაზ გორგასლიძე; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ელისო ქართველიშვილი; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – ჯანო ჟვანია; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – ილია პატარაია; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.

ზესტაფონში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 54,943 56 შეადგენს, 16 კანდიდატია რეგისტრირებული – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – დავითი თხელიძე; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – კახაბერ კიკნაველიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ბაქარ ხიჯაკაძე; „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ანზორ ნებიერიძე; „თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზვიად ბოლოკაძე; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – გელა სულაქველიძე; „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ინგა კელენჯერიძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – კახაბერი მაჩიტიძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – მანუჩარ სართანია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ნინა გოცაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – პაატა ბაკურაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – რევაზ სხულუხია; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი – ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი – კახაბერ ზარნაძე.

ხუთ საარჩევნო ოლქს შორის, სადაც მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს, ყველაზე დიდი ოლქია ზუგდიდი, სადაც 120,837 ამომრჩეველია, კანდიდატი კი – 16, კერძოდ: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – მამუკა გერმანიშვილი; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – გოგიტა ბიგვავა; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – სანდრა ელისაბედ რულოვსი; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – შავლეგი თოდუა; „თავისუფალი საქართველო” – სოფიო კანდელაკი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ლიკა ბუკია; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – დათა გაბეჩავა; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ალექსი ნონიაძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – პაატა პირტახია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – მალხაზ ლეჟავა; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” – გიორგი ჩიაშვილი; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – ნანი ხუციძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი – დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი – თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი – დავით თორდია.

ჭიათურაში 42,896 67 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 13 კანდიდატს შორის მოუწევს: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ირაკლი დემეტრაძე; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – თეიმურაზ სამხარაძე; „თავისუფალი საქართველო” – ტატო ურუშაძე; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – გიორგი ხაჭაპურიძე; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – მზია სამხარაძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ანდრო მაღლაკელიძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – ზიტა ადამია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირინა ცერცვაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია” – ალექსანდრე კეზევაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – მანანა გოგიჩაძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი – ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი – დავით ჭუმბურიძე.

ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქია ხულო 24,123 ამომრჩევლით, სადაც მერობის კანდიდატთა რაოდენობაა 14: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ვახტანგ ბერიძე; „ქრისტიან‐დემოკრატიულიმოძრაობა” – იოსებ თავართქილაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია” – ირაკლი ჯორბენაძე; „თავისუფალი საქართველო” – საბა ბობოხია; „საქართველო” – ზურაბი ჯორბენაძე; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ზურაბ ცინცაძე; „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” – ზურაბ ხიმშიაშვილი; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – მამუკა ქობულაძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – გია გაბეშია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირაკლი ტუნაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიულიპარტია (ედპ)” – ნუგზარ ფუტკარაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – ზაურ კომახიძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი – როლანდ აბულაძე.

არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური გიმართება.

ამასთან, მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.