12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირია: მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში 10,4%, მარნეული 14% , ზესტაფონი 16,5%, ჭიათურა 17,6 % ზუგდიდი 20,1%, ხულო - 19,5%.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.
შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.