ცქიტიშვილის განცხადებით, გოგი წულაიას ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, "თავისუფალი საქართველოს" წარმადგენელმა საარჩევნო უბანზე კამათი თავად დაიწო.
"ზესტაფონში მშვიდად მიმდინაროებს არჩევნები და აქტივობა მაღალია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს იყო პრიმიტიული პროვოკაცია. საარჩევნო მაისურით მივიდა და პროვოკაცია მოაწყო, მას თხოვეს უბნიდან გასვლა, საბოლოო ჯამში, იმდენი უწესრიგობა მოაწყო, რომ პილიციას მისი დაკავება მოუწია. დაჯარიმდება თუ არა,ამას სასამართლო გადაწყვეტს. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პროვოკაციებით ცდილობს, სურათი შეცვალოს. ფაქტია, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ზესტაფონში, სოფელ სვირში "'თავისუფალი საქართველოს" წევრი დააკავეს.
საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.
შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.