როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
„ხუთი პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.