NDI: რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ევროკავშირსა და ნატოს მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, მათგან 55% ეს სრულად მისაღებია.

კითხვაზე, ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, გამოკითხულთა 68% ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14% წინააღმდეგი იქნებოდა.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები თავის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან: ეს ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას და სამუშაო ადგილებს მოიტანს.

ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 13% და ამის მთავარ მიზეზად რუსეთთან კონფლიქტს (39%), რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილსა (31%) და იმას ასახელებს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურას (19%). საგულისხმოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მათი პოზიციების მიუხედავად, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ღირებულებებს.

გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საზოგადოების ბევრი ჯგუფი ნახავს სარგებელს, მათ შორის: ფერმერები, სტუდენტები, უმუშევრები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები. გარდა ამისა, მათივე აზრით, გაწევრიანების შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საქართველოს უსაფრთხოებაც გაუმჯობესდება.

ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს. მოქალაქეების 55% ეს სრულად არის მისაღები. ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 28% მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა აზერბაიჯანულ დასახლებებშიც დაბალია, იქ ეს არა მხარდაჭერის ნაკლებობით, არამედ მაღალი "არ ვიცი" პასუხით (41%) არის განპირობებულია.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე მეტად ნატო-სა (28%) და ევროკავშირში (11%) გაწევრიანება, ძლიერი ლიდერის ყოლა (რომელიც ერთ პიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას) (11%) და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება (9%)
დაეხმარება.

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კერძოდ, 31% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11% - ოკუპაციას, ხოლო 10% რუსულ პროპაგანდას ასახელებს.

თუმცა მონაცემები სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში განსხვავდება. იქ მხოლოდ 3 და 8 (შესაბამისად) მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ.

საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე (43
%), პოლიტიკაზე (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებაზე (47%) ნეგატიური გავლენა აქვს.

მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში (59%) და ნატო-ში (55%) გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ტერიტორიული კონფლიქტები (36%), რუსეთი (20%) და დემოკრატიის ნაკლებობა (15%) ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებად განიხილება; ხოლო ნატოს შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიები (47%), რუსეთი (42%) და დემოკრატიის ნაკლებობა (12%) სახელდება.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა მყარია, ყურადსაღებია ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ევროკავშირი ქართული კულტურისა და ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდაზე მომუშავე ორგანიზაციებმა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან ევროკავშირის წევრობის არსი და მისი მიზნები. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამენ ნატოს სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში. თუ ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, აზერბაიჯანულ დასახლებებში ნათლად ჩანს სათანადო ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა. შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში კომუნიკაციის განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ასევე, ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო", - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. 

კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3%.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.