ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 თვეში $1 მლრდ-ს გადააჭარბა

აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. 

ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.


,,მთავრობა ბიზნესთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ გაატაროს ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ეროვნული დანაზოგების ზრდას და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას. სწორედ ამიტომ არის ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მინდა დღესაც და მომავალშიც მეტი ყურადღება დავუთმოთ მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას, რადგან დასაქმების 65% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მოდის“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.


თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ტურიზმის განსაკუთრებულ როლზე აჭარის ეკონომიკაში.


,,აჭარის ეკონომიკაში წამყვანი არის ტურიზმი და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბოლო 5 თვის მონაცემებს, ტურიზმიდან შემოსავლები უკვე მილიარდ დოლარს აჭარბებს.


რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შიგნით ვაპირებთ, რომ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტები გავხსნათ, დავათვალიეროთ და ჩვენი მიზანი არის საბოლოო ჯამში შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი. ვიცი, რომ თქვენი როლი არის განსაკუთრებით დიდი. ჩვენი მთავრობა აჭარაში იქნება მაქსიმალურად ღია, კონსტრუქციული და ეფექტური. ყველა ის განკარგულება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, რომ ბოლომდე გამოირიცხოს კორუფციული რისკები, იყოს გამჭვირვალე ურთიერთობა და ამავე დროს, დაცული იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები‘’, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.


შეხვედრის მონაწილეებს  რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა.


მომხსენებლებმა ისაუბრეს ხელვაჩაურის, გომარდულის, ციხისძირის განვითარების პერსპექტივებსა და არსებულ პოტენციალზე.


ასევე გაიმართა პრეზენტაციები: აჭარის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, კონკრეტული ბიზნეს-ქეისების, დაფინანსების და გრანტების შეთავაზება.


შეხვედრაზე მყოფი ბიზნესმენები კონკრეტული საინვესტიციო ობიექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სპეციალური პრეზენტაციით გაეცნენ.


შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს.


ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, EBRD-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  ,,აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას სულ 600-ზე მეტი  სტუმარი ესწრებოდა.  


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.