მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის 31 უბნიდან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 უბნის მონაცემები დაითვალა და გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით კი, ლადო კახაძემ 7017 ხმა მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ - 4298 ხმა.
თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 31 საარჩევნო უბანზე გაიმართა.