„ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. არჩევნებმა ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. მადლობა ამომრჩევლებს სამოქალაქო აქტიურობისთვის. მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მადლობა ჩართულ მხარეებსაც პასუხისმგებლობის გამო. ამ დროისთვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ვებგვერდზე მისაწვდომია. ოქმები ატვირთულია შემოსვლისთანავე. ამ ეტაპზე ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია", – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
31-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.