მამუკა ბახტაძე არჩევნების შედეგებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე, კანადიდან ეხმაურება.
"ვულოცავ ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა სახის პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ხალხი და საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ არსებული სირთულეების გადალახვას!",- აცხადებს მამუკა ბახტაძე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია.
31-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.