მათ საკუთარი მოთხოვნები, რომლებიც, თბილისის დემონსტრაციების მოთხოვნების ანალოგიურია, ზუგდიდის ბულვარში და სამხარეო ადმინისტრაციის წინ გააჟღერეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მანიფესტანტები პოლიტიკურ პარტიებს ამ შეკრებების სათავისოდ გამოყენების უფლებას არ მისცემენ.
„მივესალმებით, რომ ხელისუფლება თანახმაა, 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, თუმცა მთავარი მოთხოვნები, მათ შორის, შს მინისტრის გადადგომა ძალაშია, რადგან სწორედ მან უნდა აიღოს პასუხიმგებლობა იმაზე, რაც მოხდა“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.
გუბერნიასთან იმყოფებოდა საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ირაკლი ლაგვილავაც, რომელიც აქციას არ შეერთებია, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„რუსეთის დუმის დეპუტატები არათუ პარლამენტში, არამედ არცერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ უნდა იყვნენ. რაც შეეხება აქციაზე ღამით განვითარებულ მოვლენებს, ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი, თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ თანამდებობა არ უნდა იყოს ინგულგენცია და ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. მე ძალიან მიკვირს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ გახარიას გადადგომას მოითხოვენ და არა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დასჯას, ვინც მოვლენების ასე განვითარების პროვოცირება მოახდინა და პარლამენტში შტურმის აღების მოწოდებით კონსტიტუციისსთვის საფრთხის შექმნას შეუწყო ხელი“, - აღნიშნა ლაგვილავამ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შეკრებებს სხვადასხვა სახით განაგრძობენ.