თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ლადო პაპავასა და ავთო სილაგაძეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და დეკანის გადადგომას ითხოვენ

არა შარვაშიძე, სილაგაძე, პაპავა, ღაღანიძის კლანს - ამ შინაარსის პლაკატის ფონზე დღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა დეკანის, გიორგი ღაღანიძის გადადგომა მოითხოვა.

ფაკულტეტზე გამეფებული კლანურობა; ფაკულტეტის დეკანისა და მისი მფარველების მხრიდან ფაკულტეტის საკუთარ ინტერესებზე მორგების მორიგი მცდელობა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც პროფესორებმა საჯარო საპროტესტო აქცია მოაწყვეს.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორის ეკა ჩოხელის თქმით, პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი საჯაროდ გამოვიდა და დააფიქსირა, რომ ფაკულტეტზე არსებული ვითარება, რომელიც შექმნა დეკანმა გიორგი ღაღანიძემ, მისი მფარველის - აწ უკვე აკადემიკოს და თსუ უვადო პროფესორ ავთო სილაგაძის მფარველობით, სცდება ყველა ზღვარს და არის ჩვეულებრივი დიქტატურა. „ჩვენ უამრავჯერ მივმართეთ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, რომ გარკვეულიყო ვითარებაში და მიეღო ზომები, მაგრამ დღემდე რეაქცია არ მიგვიღია. ფაკულტეტის წევრთა ნაწილი სასამართლოს ძალით ვცდილობთ საკუთარი უფლებების აღდგენას - რაც საკონკურსო კომისიების უსამართლობების შედეგად დაგვერღვა და შეგველახა. ამ კომისიების უკან კი სწორედ სილაგაძე-ღაღანიძის კლანი იდგა და დგას ყოველთვის“, -  ამბობს ჩოხელი.


„დღეს იმიტომ გადავწყვიტეთ უკვე ამ ფორმით რეაგირება და დეკანის გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა კლანის  ჩანაფიქრი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გაყოფისა და ამ განაყოფის გამგედ სწორედ ღაღანიძის დანიშვნის შესახებ. ეს ფარსი მათ სჭირდებათ იმიტომ, რომ ღაღანიძე სიცოცხლის ბოლომდე ვერ იქნება დეკანი, ეს ესმით, ამიტომ საჭიროა მისთვის შეიქმნას აკადემიური თანამდებობა კათედრის გამგის სახით და დეკანობის შემდგომ სწორედ აქედან გააგრძელოს ფაკულტეტის მაფიოზურად მართვა ავთო სილაგაძესთან ერთად, რომლისთვისაც, თავის დროზე,  უკვე მოახერხეს და შექმნეს კათედრა.


ეს არის უკვე ყველა ზღვარს გადასვლა და კლანის მხრიდან თავხედობის გამოვლინების ახალი საფეხური. თუ „გავატარებთ“ ამას, ხვალ მივიღებთ კიდევ უარესს. უარესზე უარესის მოფიქრებასა და განხორციელებაში ღაღანიძესა და სილაგაძეს ბადალი არ ჰყავთ“, - აღნიშნა ჩოხელმა.


მოწვეული პროფესორის დავით ნიჟარაძის განცხადებით, მთავარი ის არის, რომ სილაგაძისა და ღაღანიძის ქმედებებში არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რაიმე ისეთი, რაც სტუდენტებისთვის ცოდნის გადაცემის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. „თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა აღარ ითვლება არც პრესტიჟულად, არც მიმზიდველად, არც მომავალი დასაქმების გარანტად. ვეებერთელა ისტორიის, გამოცდილების და რეპუტაციის მქონე ფაკულტეტი წლითი-წლობით უკან და უკან მიდის და ამ პროცესს დასასრული არ უჩანს. ეს უნდა დასრულდეს და ფაკულტეტის ნგრევის პროცესის დასრულება უნდა დაიწყოს სწორედ მოქმედი დეკანის - გიორგი ღაღანიძის გადადგომით და ახალი არჩევნების დანიშვნით.


ჩვენ ამ მოთხოვნაში ვართ შეუვალნი. ეს სჭირდება ფაკულტეტს, მის სტუდენტობას, მის პროფესურას, ფაკულტეტის განვითარებას და თანამედროვე სტანდარტებთან მის შესაბამისობაში მოყვანას.


თუ საჭირო იქნება, ჩვენ აქციებს გავმართავთ თსუ ადმინისტრაციასთან, განათლების სამინისტროსთან და ასე შემდეგ და ვიაქტიურებთ მანამ, სანამ დასახულ მიზანს, ანუ ღაღანიძის დეკანის თანამდებობიდან წასვლას და ამით ფაკულტეტისთვის განვითარების შესაძლებლობის დატოვებას არ მივაღწევთ“, - განაცხადა აქციაზე დავით ნიჟარაძემ.


მისი თქმით, ეს საპროტესტო გამოსვლა ერთბაშად და სპონტანურად არც დაგეგმილა და არც მომხდარა. „ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით, ხომ არ დააზიანებდა ეს კიდევ უფრო მეტად ფაკულტეტის  რეპუტაციას. მაგრამ, სამწუხაროდ, მივედით დასკვნამდე, რომ სილაგაძის, პაპავასა და ღაღანიძის მხრიდან წარმოებული ინტრიგების, თანამშრომლების ერთმანეთზე წაკიდების  პოლიტიკა, ნეპოტიზმი, მატერიალურ სარგებელზე არამართლზომიერი ორიენტირება და კიდევ სხვა უამრავი მანკიერება, გაცილებით უარესი იქნებოდა ფაკულტეტისთვის, ვიდრე სატკივარის საჯარო სივრცეში გამოტანა.


ერთ დღეში არ დაგროვილა ეს პროტესტი. ეს პროტესტი ღაღანიძის „არჩევის“ დღიდან, უკვე წელიწდახევარზე მეტია გროვდება და იმედია, ახლა მაინც მიხვდება თავად ღაღანიძე, მასთან ერთად უვადო სილაგაძე და პაპავა  და თსუ რექტორიც, რომ მათ წაყრუების პოლიტიკას ყავლი გაუვიდა და რომ მათი უნიათო, გადაბერებული (და აქ ეიჯისტურ მომენტს ზუსტადაც რომ არ ვგულისხმობ) და მოძველებული მმართველობის  პერიოდი რაც მალე დასრულდება, მით უკეთესი ფაკულტეტისთვის“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.


დეკანის გადადგომის მომხრე პროფესორებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეკანი ღაღანიძე  ამ თანამდებობაზე არჩეულია დარღვევებით და ეს გასაჩივრებულია სასამართლოში. ასევე სერიოზული კითხვები არსებობს საკონკურსო კომისიასთანაც, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ დღეს უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და მასაც მოუწევს სასამართლოსთვის ახსნა- განმარტების მიცემა.


მათი განმარტებით, ღაღანიძემ საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების - მუდმივი პროფესორი - შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო)  უვადო პროფესორობა. თსუ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. პროტესტანტი პროფესორები მიიჩნევენ, რომ  სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის სიჩუმე და ურეაქციობა კი მათთვის უკვე წამახალისებელ ფაქტორად იქცა.


აქციის დასასრულს, დეკანის გადადგომის მოთხოვნით გამოსულმა პროფესორებმა არნიშნეს, რომ ისინი საჯარო აქტივობებს მალე გადაიტანენ თსუ ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს მიმდებარედაც და არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს - დეკან გიორგი ღაღანიძის გადადგომას, რაც ბუნებრივად გახდება ფაკულტეტზე არსებული უმძიმესი ვითარების გამოსწორების დასაწყისი.



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.