მამუკა მდინარაძე მესამე სექტორსა და ოპოზიციაზე: ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მესამე სექტორის არცერთ წარმომადგენელს ხმა არ ამოუღია სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიამ გამოიყენა ისეთი ფრაზები, რომელშიც არ დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისათვის პირობების სხელოვნურად შექმნის განზრახვა.


„სტრასბურგი წერს გვარამიაზე, რომ მან გამოიყენა ისეთი ფრაზები როგორიცაა - „მიწა დაიწვება მოსამართლეების ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „თემიდის მარიონეტი“, „ფსევდომსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“ და ა.შ. არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისათვის პირობების სხელოვნურად შექმნის განზრახვა. ეს სტრასბურგის სასამართლომ თქვა და სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მფლობელებმა სისტემატურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები. ანუ, სტრასბურგმა თქვა, რომ ეს ხალხი მთელ ქვეყანას, ყველა იმ არგუმენტს და ამბავს, რასაც ორი წლის წინ ელაპარაკებოდნენ, ატყუებდნენ. ისინი არიან ფსევდოდასავლელები, ფსევდოევროპელები, ევროპამ განაჩენი გამოუტანა ამ ხალხს და თქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“, - განაცხადა მდინარაძემ.


მისი თქმით, ორი წლის წინ არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ევრონაცები, ნაცები ამბობდნენ, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და აქ იყო უკანონობა, სტრასბურგის სასამართლო კი საპირისპიროს ამბობს.


„მთავარი არის, რომ სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს უმაღლესი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი და ამ არბიტრს ჰქვია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. მან თქვა, რომ ეს ხალხი იტყუებოდა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საკუთრების უფლებაზე საერთოდ არ იმსჯელა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საერთოდ არ იმსჯელა და ამიტომ გააუქმა დროებითი მექანიზმი. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე 7-7 ხმით ყველა ეთანხმებოდა. აქ 6-ით ერთის წინააღმდეგ თქვა, რომ ასეთი უფლება არ დარღვეულა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, მათი ლიდერები პირდაპირ ეთერში ასევე ცალსახად იტყუებოდნენ, რომ აღსრულება სახელმწიფომ არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ხელს შეუშლის გასაჩივრების უფლების რეალიზაციას.


„სიტყვით ეს ადამიანები იყვნენ დასავლეთისკენ, დეკლარირებდნენ დასავლური მესიჯებით, მაგრამ საქმით, ყველა შედეგით იყვნენ რუსეთისკენ, რუსული ნარატივი იყო მათ შედეგებში, ის რაც აწყობდა რუსეთს, ამას აკეთებდნენ, ოღონდ დეკლარირებდნენ ევრუპულად. რაც მთავარია, ამას დღეს ბეჭედი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ ის ყველაფერი, რასაც ენჯეოს წარმომადგენლებთან ერთად ატყუებდნენ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ეს იყო ტყუილი და ეს თქვა დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა არბიტრმა - სტრასბურგის სასამართლომ“, - განაცხადა მდინარაძემ.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.