რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები

ლარი ბოლო 6 წელიწადში 78%-ით გაუფასურდა და ის ახლა ისტორიულ მინიმუმზეა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვარდნის უამრავი მიზეზი სახელდებოდა, რომელთაგანაც უმეტესობას სიმართლესთან კავშირი არ ჰქონდა, სწორი კი მხოლოდ რამდენიმე იყო. 

 


ყველაფერი დოლარის გამყარების ბრალია


ლარის გაუფასურების საწყის ეტაპზე ვრცელდებოდა მეტწილად მცარი მტკიცება, რომლის თანახმადაც ლარი არაფერ შუაში იყო. დოლარი მყარდებოდა და მას თბილისიდან ვერ შეაჩერებდნენ. 2014-2015 წლებში ევრო-დოლარის კურსი მართლაც გამყარდა 1.39-დან 1.08-მდე, დღეს კურსი 1.11-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ დოლარი ევროსთან მართლაც გამყარდა. ის ასევე გამყარდა იენთან, ფრანკთან და მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლარი არ გაუფასურებულა. თუ ავიღებთ მსოფლიოს უმსხვილეს 8 ვალუტას, აღმოვაჩენთ რომ ბოლო 6 წელიწადში ლარი სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით (32%-დან 78%-მდე), მაგრამ მაინც ყველასთან გაუფასურებულია.



ამ პერიოდში ლარი ნამდვილად გამყარდა თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, რუსულ რუბლთან და უკრაინულ გრივნასთან, მაგრამ თუ შესადარებლად მხოლოდ 2019 წელს ავიღებთ, ლარი ოთხივე მათგანთან მინუსში აღმოჩნდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუბლი და მანათი ნავთობის გაიაფებამ გააუფასურა, გრივნა – ომმა, ლირა კი გადატრიალების მცდელობამ და პოლიტიკურმა რეპრესიებმა. საქართველო ნავთობექსპორტიორი არ არის, ბოლო 6 წელიწადში ომი აღარ მომხდარა და არც პარლამენტის შენობა დაუბომბავს რომელიმე აჯანყებულ გენერალს.


საგარეო ფაქტორები


ღია ეკონომიკის პირობებში საგარეო ფაქტორები მთელ ეკონომიკაზე და მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსზეც მოქმედებენ, თუმცა გააჩნია დოზებს. აზრს მოკლებულია მტკიცება, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უფრო მეტად აზარალა ლარი, ვიდრე 6 წლით ადრე იმავე რუსეთის საქართველოში ინტერვენციამ. 2008 წლის შემდეგ ლარი ამჟამინდელზე 4-ჯერ ნაკლებად მხოლოდ 19%-ით გაუფასურდა. გარდა ამისა, 2014-2016 წლების ექსპორტის კლების მიუხედავად 2018 წელი ექსპორტის მხრივ რეკორდული იყო, ექსპორტი იმპორტის შემცირების ფონზე 2019 წლის პირველ 6 თვეშიც გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში მას ლარის გამყარება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ რეალობა საწინააღმდეგო აღმოჩნდა.


ლარს ქადაგიძე აუფასურებს


კიდევ ერთი მცდარი მოსაზრების თანახმად, ლარს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად აუფასურებდა. ქადაგიძეს უფლებამოსილება 2016 წლის 26 თებერვალს ამოეწურა. ამ დროს დოლარი 2.48 ღირდა. მას შემდეგ ლარი კიდევ 55 თეთრით, ანუ 18%-ით გაუფასურდა. შეთქმულების თეორიების მოყვარულთა საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ლარის გაუფასურების დაწყების მომენტიდან - 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე ქადაგიძის უწყებამ სავალუტო აუქციონზე $827 მლნ-ის რეზერვი გაყიდა და მხოლოდ $200 მლნ დაიბრუნა უკან, რაც ბრუნვაში ლარის სასარგებლოდ გაშვებულ $627 მლნ-ს ნიშნავს. ის, რომ ამ სქემით რეზერვები მკვეთრად შემცირდა, ცალკე განხილვის საგანია. 2016 წლის მარტის შემდეგ კი ეროვნულმა ბანკმა ბრუნვაში $220 მლნ გაუშვა და უკან $550 მლნ-ით მეტი - $770 მლნ ამოიღო. მხოლოდ წელს 11 ინტერვენციის შედეგად ბაზრიდან $165 მლნ 0-ის წინაამეგ ამოიღო.


მოკლევადიან პერიოდში კურსზე მნიშვნელოვან გავლენას რეფინასირების სესხიც ახდენს. ქადაგიძის მმართველობის პერიოდში ის 700 მლნ-ს არ გასცილებია 25 ივლისის მონაცემებით კი მან 1.45 მლრდ-ს მიაღწია. წელს ლარი ყველაზე მყარი კურსით 2.64 თებერვალში იყო, სწორედ ამ დროს იყო ყველზე მცირე რეფინანსირების სესხიც, მხოლოდ 270 მლნ ლარი. სებმა შეიძლება რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა დაკრედიტების წახალისებით ახსნას, მაგრამ გაუგებარია ეს არგუმენტი იმ უწყებისგან, რომელმაც თავად შეზღუდა სესხების გაცემა მკაცრი რეგულაციებით.


ლარს საპროტესტო აქციები აუფასურებს


მართალია ეს მოსაზრება ბოლო 1 თვეა რაც გაჩნდა, მაგრამ ესეც მცდარია. 20 ივნისს, აქციების დაწყებამდე კურსი 2.79 იყო, თითქმის 40 დღე გავიდა და დოლარი 14 თეთრით გაძვირდა. აქციები ადრეც ყოფილა და უფრო მძიმე შედეგებითაც დასრულებულა. 2007 წელს მომიტინგეთა რაოდენობა საწყის ეტაპზე 100 000-ს აღწევდა, 7 ნოემბერს აქციასთან ერთად კერძო ტელეკომპანიაც დაარბიეს, რის შემდეგაც პრეზიდენტი გადადგა. 2009 წელს 3 თვე დედაქალაქის მთავარი გამზირი საკნებით იყო გადაკეტილი, 2011 წელს კი აქციის დაშლა მსხვერპლით დასრულდა. მაშინ როცა 2007 წლის 2 ნოემბერს კურსი 2.62-ს შეადგენდა, 20 დღიეს შემდეგ 12 დეკემბერს 2.60-ს. 2009 წლის 9 აპრილს კურსი 1.69 იყო, 40 დღის შემდეგ, 19 მაისს 1.65. 2011 წლის 21 მაისს - 1.68 – 1-ელ ივლისს 1.66. 


რუსეთიდან ფრენის შეწყვეტა


რუსეთიდან ფრენები 8 ივლისს შეწყდა. ამ დროს კურსი 2.80 იყო. 2006 წლის დასაწყისში დოლარი 1.79 ღირდა. ემბარგოს შემდეგ, ომამდე კურსი 1.40-მდე გამყარდა და 2013 წლის ნოემბრამდე 1.67-ზე ნარჩუნდებოდა. შესაბამისად ეს არგუმენტიც მცდარია.


მაშ რა აუფასურებს ლარს?


ამ კმითხვას შეიძლება რამდენიმე პასუხი გავცეთ. იგივე რეფინანსირების სესხისა და ფულის მასის - M2-ის ზრდა. ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა თვეების მიხედვით... თუმცა მთავარი მაინც დაბალი ეკონომიკური ზრდაა. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის 2.7%-იანი ან თუნდაც 4.8%-იანი ზრდა, რაც რეკორდული იყო 2012 წლის შემდეგ, იმდენად ცოტაა, რომ რეალური ეკონომიკური მდგომარეობის არათუ გაუმჯობესება, სტაბილურობის შენარჩუნებაც ვერ ხერხდება.


როგორც წესი, ძალიან მდიდარ და/ან ძალიან დიდი ზომის ეკონომიკის ქვეყნებს სწრაფი ზრდა უჭირთ. მიუხედავად ამისა, ჩინეთი მსოფლიოში #2 ეკონომიკის მქონე ქყვეყანაა, რომლის მშპ-ც მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფ იაპონიის, გერმანიისა და ბრიტანეთის ჯამურ მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. რაც შეეხება ირლანდიას, ამ პატარა ევროპულ ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით, $84 000-ს აღწევს, რაც მნოშვნელოვნად აღემატება აშშ-ის, საამირეობის, ქუვეითის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მაჩვენებლებს. 2018 წელს ირლანიის ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა, ჩინეთის 6.6%-ით, ხოლო საქართველოსი 4.7%-ით.


2013-2018 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 3-ჯერ 4%-საც ვერ მიაღწია, მათ შორის 2-ჯერ 3%-ზე ქვემოთ დაფიქსირდა. 



ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს ეკონომიკური მიმომხილველი.


სიახლეები მსგავს თემაზე

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე

ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა. სებმა მაშინ კურსი მარტივად განსაზღვრა, კუპონს 6 ნული ჩამოაცილა, დოლარის ღირებულება ავტომატურად 1.3 ლარი გახდა. მას შემდეგ კურსი 121%-ით გაუფასურდა. 

ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრეზენტაციაზე ახალი 10 ლარიანი კუპიურა წარმოადგინა.

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.